ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა-სტივ უიტკოფი ​

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უკრაინის დელეგაციის მიერ ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან გამართული შეხვედრების სერიას „პროდუქტიულად და კონსტრუქციულად" აფასებს.

მისი თქმით, მხარეების საერთო პრიორიტეტს მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენისთვის, ქვეყნის სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის პირობების შექმნა წარმოადგენს. როგორც სტივ უიტკოფი აცხადებს, მშვიდობა არა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტა, არამედ სტაბილური მომავლისთვის ღირსეული საფუძველი უნდა იყოს.

„უკრაინის დელეგაციას წარმოადგენდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გნატოვი. ამერიკულ დელეგაციას კი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრუენბაუმი. უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის საერთო სტრატეგიული მიდგომის შემუშავების მიზნით, დისკუსიას ასევე ევროპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ძირითადი მრჩევლები შემოუერთდნენ. ასევე, ცალკეული კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა აშშ-უკრაინის ფორმატში, რომელიც ოთხ ძირითად დოკუმენტზე იყო ფოკუსირებული: 20-პუნქტიანი გეგმის შემდგომი განვითარება, მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიის ჩარჩოსთან დაკავშირებული პოზიციების შეჯერება, უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიის ჩარჩოსთან დაკავშირებული პოზიციების შეჯერება და ეკონომიკური და კეთილდღეობის გეგმის შემდგომი განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვადების განხილვას და შემდგომი ნაბიჯების თანმიმდევრობის განსაზღვრას. უკრაინა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის ერთგული რჩება. ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის პირობების შექმნა. მშვიდობა არა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტა, არამედ სტაბილური მომავლის ღირსეული საფუძველიც უნდა იყოს. უკრაინა ძალიან აფასებს შეერთებული შტატების ლიდერობასა და მხარდაჭერას, ასევე პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელებას ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შემდეგ ეტაპებზე", - წერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელ X-ზე.

 





მსგავსი სიახლეები
,,ცესკომ მიიღო დადგენილება, რომელიც უკრაინას ომის დროს შესაძლო არჩევნების ჩატარებასთან აახლოებს''- უკრაინული მედია
Euractiv: ევროკავშირმა რუსეთისგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, ვოლგოგრადის რეგიონიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით მარცვლეული გაიგზავნა
ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე მორიგი მასალები გამოაქვეყნდა, რომელიც 11 000-ზე მეტი ფოტოსა და საგამოძიებო დოკუმენტისგან შედგება
გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის-დანია მისი გარანტორია-ემანუელ მაკრონი
ტრამპის ადმინისტრაცია 30 კარიერულ დიპლომატს ელჩისა და საელჩოს სხვა მაღალი რანგის პოსტებიდან უკან იწვევს
,,ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,მადლობას გიხდით სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის''- ნიკოლ ფაშინიანი
"რუსეთი მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს''- სერგეი რიაბკოვი
ვმუშაობთ რადიკალი მემარცხენეების ძალადობის ტალღის დასასრულებლად, ქრისტიანობა ამერიკის აღმსარებლობაა და სწორედ ამ მრწამსით იყო მოტივირებული ჩვენი კანონებისა და უფლებების გაგება -ჯეი დი ვენსი
,,შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს განიხილავს''- დავით არახამია
კორუფციული სკანდალი უკრაინის პრეზიდენტისთვის შესაძლოა კატასტროფად იქცეს
ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა-სტივ უიტკოფი ​
ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტოუ: ევროკავშირის ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი კაია კალასია
,, ჩვენ რუსეთზე ძლიერები ვართ''- მარკ რუტე
შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას განიხილავს
ელისეის სასახლე მიესალმება იმ ფაქტს, რომ პუტინი მზადაა მაკრონთან დასალაპარაკებლად
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა
ნაპოლეონმა და ჰიტლერმა ვერ დაამარცხეს რუსეთი, მაგრამ კაია კალასს გამოუვა? - ვიქტორ ორბანი
,,კიევისა და ევროპის მიერ სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები მშვიდობის მიღწევას არ უწყობს ხელს''- იური უშაკოვი