ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს -მიხეილ ყაველაშვილი

დღევანდელი, მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, წლევანდელი წელი საქართველოსთვისაც რთული და გამოწვევებით სავსე იყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025"-ზე სიტყვით გამოსვლისას.

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის.

 

„ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო, რომ საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებელი ბრალდებები მოვისმინეთ. მოგვიწია გავმკლავებოდით არაერთ გამოწვევას და დავპირისპირებოდით იმ მასშტაბურ კამპანიებს, რომლებიც საქართველოს და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესით ნამდვილად არ იყო ნაკარნახევი.

ამგვარი გამოწვევების ფონზეც კი, სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები ადასტურებს, რომ თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო აძლიერებს და აღრმავებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს სხვა სახელმწიფოებთან.

 

„რა თქმა უნდა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვაძლიერებთ და ვაღრმავებთ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კავშირებს როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ისე სახელმწიფოებთან, რომლებთან თანამშრომლობაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანი დადებითი შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც საერთაშორისო დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ისე სახელმწიფოთაშორისი პროექტების განხორციელების პროცესში კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს მნიშვნელობა და როლი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 





მსგავსი სიახლეები
ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია-ირაკლი კობახიძე
საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო-პრეზიდენტი
"საქართველო არა მხოლოდ შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი კვანძია, არამედ უნიკალური ცივილიზაციური დიალოგის სივრცეა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურები მშვიდობიანად თანაარსებობდნენ"-პრეზიდენტი
ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს -მიხეილ ყაველაშვილი
,,მათ არ შეუძლიათ მიიღონ კრიტიკა, რომელიც ობიექტურია''- ნინო წილოსანი
,, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ითამაშოს როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშემ''- ზაზა შათირიშვილი
„ერთი დიდი ოჯახია თითოეული ადვოკატი - მე ვერ ვხედავ აქ გამარჯვებულს და დამარცხებულს''- ირაკლი ყანდაშვილი
,,ომი არის მრავალი ძალის ინტერესში''- ირაკლი ქადაგიშვილი
,,წარმოიდგინეთ სითავხედის ხარისხი ევრობიუროკრატიაში, რომ არც კი შეაფასეს და ევროკომისიის ანგარიშში მოლდოვაზე და უკრაინაზე''-გურამ მაჭარაშვილი
,,ჯერ ცუდი საქმეებით „ცუდია“ კალასი დაირქვა და ახლა ცრუპენტელობით „ცრუია“ კალასი დაირქვა''- გურამ მაჭარაშვილი
,,ხმებს ელექტრონულად, სკანერების მეშვეობით ვითვლით- შედეგები 21 საათზე გამოცხადდება''- დავით ასათიანი
,,მიჩვეული ვართ ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტებს, მაგრამ ეს რაც ვიხილეთ, ყველანაირ მოლოდინს სცდება''- ლევან მახაშვილი
ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში კაია კალასის ქმედებებს ეხმაურება
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურად მესახება
ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ისმის ევროსტრუქტურებიდან, კიდევ ერთხელ დაანახეს მთელ მსოფლიოს თავიანთი ანტიქართული სახე -დავით მათიკაშვილი
პუტინი თვლის, რომ ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება, არც ცდებოდეს ამაში- მიხეილ სააკაშვილი
,,ევროპის ლიდერებმა არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებით მოახერხეს პროცესებს მიღმა დარჩენილიყვნენ''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ლევან მაჭავარიანი - ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც გვაქვს გაწეული''- ლევან მაჭავარიანი
2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება