კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს.

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონო მინისტრო და დღევანდელი შეკრების სხვა მონაწილენო, ყველას გულითადად მოგესალმებით, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და ურთიერთშეხვედრის სიხარულს.

მოგეხსენებათ, ზოგადად ელჩებს თუ რა დიდი მისია და პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ ჩვენს ელჩებთან მიმართებაში ეს დატვირთვა დღეს კიდევ უფრო გაზრდილია და მეტ შრომასა და ძალისხმევას ითხოვს მათგან. დარწუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ამას კარგად აცნობიერებს და ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც მინდა, ჩვენის მხრიდანაც, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული მუშაკობისთვის თქვენც და თქვენი სამსახურის თანამშრომლებს და გამოვთქვა იმედი, რომ თქვენი საქმიანობა კვლავაც იქნება წარმატებული და სასიკეთო შედეგების მომტანი საქართველოსთვის.

ამასთან, მსურს შეგახსენოთ, რომ როგორც ცნობილია, მომავალ წელს ვზეიმობთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი ერის აზროვნების წესი; მის საფუძველზე შეიქმნა ჩვენი უნიკალური ხელოვნება, მწერლობა, ფილოსოფია; ამას ემყარება ადამიანური ურთიერთობებიც. ვიმედოვნებ, თქვენც, უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებთან და დიასპორასთან ერთად, შეძლებთ ამ თარიღის სათანადოდ აღნიშვნას.

ინებოს ღმერთმა, უფლისა და საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანოს ყველა.

ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთის სათნო მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულების ძალა და შესაძლებლობა მოგცეთ, ამინ!", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში.

 





მსგავსი სიახლეები
მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა და ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენს სახელმწიფოსაც ექმნებოდა საფრთხე, კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან -მაკა ბოჭორიშვილი
კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან -კახა კალაძე
მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს"-მარიამ ქვრივიშვილი
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს
"პროგრეს ბანკის" საქმესთან დაკავშირებით: გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს - სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით -კახა კალაძე
ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია-ირაკლი კობახიძე
საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო-პრეზიდენტი
"საქართველო არა მხოლოდ შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი კვანძია, არამედ უნიკალური ცივილიზაციური დიალოგის სივრცეა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურები მშვიდობიანად თანაარსებობდნენ"-პრეზიდენტი
ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს -მიხეილ ყაველაშვილი
,,მათ არ შეუძლიათ მიიღონ კრიტიკა, რომელიც ობიექტურია''- ნინო წილოსანი
,, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ითამაშოს როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშემ''- ზაზა შათირიშვილი
„ერთი დიდი ოჯახია თითოეული ადვოკატი - მე ვერ ვხედავ აქ გამარჯვებულს და დამარცხებულს''- ირაკლი ყანდაშვილი
,,ომი არის მრავალი ძალის ინტერესში''- ირაკლი ქადაგიშვილი
,,წარმოიდგინეთ სითავხედის ხარისხი ევრობიუროკრატიაში, რომ არც კი შეაფასეს და ევროკომისიის ანგარიშში მოლდოვაზე და უკრაინაზე''-გურამ მაჭარაშვილი
,,ჯერ ცუდი საქმეებით „ცუდია“ კალასი დაირქვა და ახლა ცრუპენტელობით „ცრუია“ კალასი დაირქვა''- გურამ მაჭარაშვილი
,,ხმებს ელექტრონულად, სკანერების მეშვეობით ვითვლით- შედეგები 21 საათზე გამოცხადდება''- დავით ასათიანი
,,მიჩვეული ვართ ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტებს, მაგრამ ეს რაც ვიხილეთ, ყველანაირ მოლოდინს სცდება''- ლევან მახაშვილი
ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში კაია კალასის ქმედებებს ეხმაურება
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურად მესახება