,,შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს განიხილავს''- დავით არახამია

წინასწარი შეთანხმების თანახმად, უმაღლეს რადაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს საომარი მდგომარეობის დროს. განხილვა გაიმართება რადას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ურბანული დაგეგმარების შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და ჯგუფის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.  "შეხვედრის თარიღი და დრო მალე გამოცხადდება. მოწვეულნი იქნებიან მედიის წარმომადგენლებიც" | წერს არხზე ფრაქცია „ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია.

 

 უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით რამდენჯერმე გამოვიდა დონალდ ტრამპი. მას უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა არჩევნებისთვის.

 უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, რა დროსაც არჩევნები არ ტარდება. 





მსგავსი სიახლეები
,,ცესკომ მიიღო დადგენილება, რომელიც უკრაინას ომის დროს შესაძლო არჩევნების ჩატარებასთან აახლოებს''- უკრაინული მედია
Euractiv: ევროკავშირმა რუსეთისგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, ვოლგოგრადის რეგიონიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით მარცვლეული გაიგზავნა
ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე მორიგი მასალები გამოაქვეყნდა, რომელიც 11 000-ზე მეტი ფოტოსა და საგამოძიებო დოკუმენტისგან შედგება
გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის-დანია მისი გარანტორია-ემანუელ მაკრონი
ტრამპის ადმინისტრაცია 30 კარიერულ დიპლომატს ელჩისა და საელჩოს სხვა მაღალი რანგის პოსტებიდან უკან იწვევს
,,ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,მადლობას გიხდით სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის''- ნიკოლ ფაშინიანი
"რუსეთი მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს''- სერგეი რიაბკოვი
ვმუშაობთ რადიკალი მემარცხენეების ძალადობის ტალღის დასასრულებლად, ქრისტიანობა ამერიკის აღმსარებლობაა და სწორედ ამ მრწამსით იყო მოტივირებული ჩვენი კანონებისა და უფლებების გაგება -ჯეი დი ვენსი
,,შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს განიხილავს''- დავით არახამია
კორუფციული სკანდალი უკრაინის პრეზიდენტისთვის შესაძლოა კატასტროფად იქცეს
ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა-სტივ უიტკოფი ​
ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტოუ: ევროკავშირის ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი კაია კალასია
,, ჩვენ რუსეთზე ძლიერები ვართ''- მარკ რუტე
შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას განიხილავს
ელისეის სასახლე მიესალმება იმ ფაქტს, რომ პუტინი მზადაა მაკრონთან დასალაპარაკებლად
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა
ნაპოლეონმა და ჰიტლერმა ვერ დაამარცხეს რუსეთი, მაგრამ კაია კალასს გამოუვა? - ვიქტორ ორბანი
,,კიევისა და ევროპის მიერ სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები მშვიდობის მიღწევას არ უწყობს ხელს''- იური უშაკოვი