ვმუშაობთ რადიკალი მემარცხენეების ძალადობის ტალღის დასასრულებლად, ქრისტიანობა ამერიკის აღმსარებლობაა და სწორედ ამ მრწამსით იყო მოტივირებული ჩვენი კანონებისა და უფლებების გაგება -ჯეი დი ვენსი
ჩარლი კირკისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავასრულოთ რადიკალი მემარცხენეების ძალადობის ტალღა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მოკლული კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მოძრაობის ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის მონაწილეებმაც 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯეი დი ვენსის კანდიდატად წარდგენას დაუჭირეს მხარი.
ჯეი დი ვენსის თქმით, ხალხს ჰპირდება დახურულ საზღვრებს, უსაფრთხო საზოგადოებას, კარგ სამუშაოს და ღირსეულ ცხოვრებას.
„თქვენ თუ გენატრებათ ჩარლი კირკი, პირობას დებთ, რომ იბრძოლებთ იმისთვის, რისთვისაც ის დაიღუპა? დაუბრუნებთ ქვეყანას მათგან, ვინც ჩარლი კირკს სიცოცხლე წაართვა? წვლილს შეიტანთ იმ რადიკალების დამარცხებაში, რომლებიც მის სიკვდილს ზეიმობდნენ? პატივს მიაგებთ მის ხსოვნას, იმ ღმერთის რწმენით, რომელიც მას უყვარდა? იყავით ამ ყველაფერის ერთგულები და გპირდებით გამარჯვებას. გპირდებით დახურულ საზღვრებს და უსაფრთხო საზოგადოებას, გპირდებით კარგ სამუშაოს და ღირსეულ ცხოვრებას. მხოლოდ ღმერთი შეიძლება დაგპირდეთ ხსნას სამოთხეში, მაგრამ ერთად ჩვენ შეგვიძლია, შევასრულოთ პირობა მსოფლიოს იტორიაში ყველაზე დიადი ერის დაპირება.
ჩარლი კირკისადმი პატივისცემის ნიშნად და თქვენდამი პატივისცემის ნიშნად, ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავასრულოთ რადიკალი მემარცხენეების ძალადობის ტალღა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვიძიებთ და ვდევნით რადიკალ მემარცხენეთა ქსელებს და ასევე იმ ურჩხულებს, რომლებიც ამ ქსელებს აფინანსებენ. ჩვენ არ გვსურს, განვახორციელოთ მხოლოდ „ანტიფას" იმ წევრების დევნა, ვინც აგური ესროლა საიმიგრაციო სამსახურის აგენტს. ჩვენ უნდა გავიგოთ, ვინ იყიდა ეს აგური და ისინიც გავასამართლოთ.
დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ამერიკულ იდენტობაზე და იმაზე, რაც გვაერთიანებს. ერთადერთი რამ რაც ნამდვილად წარმოადგენს ღუზას აშშ-სთვის, არის ის, რომ ჩვენ მუდამ ვიყავით და ღვთის წყალობით, მუდამ ვიქნებით ქრისტიანული ერი. მე არ ვამბობ, რომ ვინმე აუცილებელად უნდა იყოს ქრისტიანი, რომ იყოს ამერიკელი. მე უფრო მარტივ რამეს ვამბობ - ქრისტიანობა არის ამერიკის აღმსარებლობა. სწორედ ამ მრწამსით იყო მოტივირებული ჩვენი კანონებისა და უფლებების გაგება. ჩვენი მოვალეობა მეზობლისადმი, რწმენა რომ ძლიერმა უნდა დაიცვას სუსტი და ინდივიდუალური სინდისის რწმენა. ჩვენი ცნობილი ამერიკული იდეა რელიგიის თავისუფლების შესახებ წარმოადგენს ქრისტიანულ კონცეფციას. სწორედ იმის გამო, რომ ყველანი ვართ ღვთის შვილები, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველას ინდივიდის გზას ღმერთისკენ. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, იყო ერთადერთი ფოკუსი - ეს იყო ომი ქრისტიანების და ქრისტიანობის წინააღმდეგ ამერიკაში. და ყველა იმ ომებიდან, რომელიც დონალდ ტრამპმა დაასრულა, ყველაზე მეტად ამაყები სწორედ ამ ომის დასრულებით ვართ", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მსგავსი სიახლეები
,,ცესკომ მიიღო დადგენილება, რომელიც უკრაინას ომის დროს შესაძლო არჩევნების ჩატარებასთან აახლოებს''- უკრაინული მედია
Euractiv: ევროკავშირმა რუსეთისგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, ვოლგოგრადის რეგიონიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით მარცვლეული გაიგზავნა
ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე მორიგი მასალები გამოაქვეყნდა, რომელიც 11 000-ზე მეტი ფოტოსა და საგამოძიებო დოკუმენტისგან შედგება
გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის-დანია მისი გარანტორია-ემანუელ მაკრონი
ტრამპის ადმინისტრაცია 30 კარიერულ დიპლომატს ელჩისა და საელჩოს სხვა მაღალი რანგის პოსტებიდან უკან იწვევს
,,ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,მადლობას გიხდით სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის''- ნიკოლ ფაშინიანი
"რუსეთი მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს''- სერგეი რიაბკოვი
ვმუშაობთ რადიკალი მემარცხენეების ძალადობის ტალღის დასასრულებლად, ქრისტიანობა ამერიკის აღმსარებლობაა და სწორედ ამ მრწამსით იყო მოტივირებული ჩვენი კანონებისა და უფლებების გაგება -ჯეი დი ვენსი
,,შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს განიხილავს''- დავით არახამია
კორუფციული სკანდალი უკრაინის პრეზიდენტისთვის შესაძლოა კატასტროფად იქცეს
ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა-სტივ უიტკოფი
ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტოუ: ევროკავშირის ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი კაია კალასია
,, ჩვენ რუსეთზე ძლიერები ვართ''- მარკ რუტე
შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას განიხილავს
ელისეის სასახლე მიესალმება იმ ფაქტს, რომ პუტინი მზადაა მაკრონთან დასალაპარაკებლად
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა
ნაპოლეონმა და ჰიტლერმა ვერ დაამარცხეს რუსეთი, მაგრამ კაია კალასს გამოუვა? - ვიქტორ ორბანი
,,კიევისა და ევროპის მიერ სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები მშვიდობის მიღწევას არ უწყობს ხელს''- იური უშაკოვი