გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, მე მანამდე არ დავიხევ უკან, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
ეკატერინე კუპატაძის განცხადებით, 8 იანვრამდე აძლევს პროკურატურას ვადას, რათა „შეუძლებელი შეძლონ", საქმე გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ.
„გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყიდება. მე ვიბრძოლებ სიცოცხლის ბოლო წამამდე და ყველას დავსვამ საბრალდებო სკამზე, ვისაც რამე გადაცდომა აქვს გიგას მკვლელობასთან მიმართებაში. არ დავზოგავ არავის არც სრულწლოვანს, არც არასრულწლოვანს, მიუხედავად სქესისა, ვისაც იოტისოდენა შემხებლობა მაინც აქვს, ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე. პროკურატურის წამმზომი ჩართულია. 1-ელ ოქტომბერს მკვლელებმა მარტო მე და გიგას კი არ გამოგვიტანეს განაჩენი, ამათაც გამოუტანეს განაჩენი", - განაცხადა ეკატერინე კუპატაძემ.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.
მსგავსი სიახლეები
გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
რა საფრთხეს უქმნის უძილობა ჩვენს ჯანმრთელობას და როგორ დავძლიოთ იგი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს
22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა
დღეს საქართველოში უნალექო და უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი
დღეს კოსმიური პორტალი იხსნება! - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს
ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი კონცერტი ჩაშალეს, მომღერალი ლაშა ღლონტი სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს
21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და მისმა მეუღლემ, თამარმა, განსაკუთრებული პატივი მიაგეს ვუჩიჩების ოჯახს''- ალექსანდრ ვუჩიჩი
პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს, რომ სახელმწიფოს უკან დგანან ოჯახები, სიყვარული-მიხეილ ყაველაშვილი
კობა კობალაძეს "მშვიდობის ელჩის" სიგელი გადაეცა
დღეს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი არითმოლოგიის მიმართულება ამოქმედდა
20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,2026 წლის ბიუჯეტში კვლავაც აქტუალური რჩება სოციალური საკითხები და ადამიანი''- მიხეილ სარჯველაძე
20 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა