სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 129-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა.

„ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთავარი აქცენტი უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხზე გააკეთეს და ყველა მათგანის გათავისუფლება მოითხოვეს.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს, ასევე, წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები. გაიმართა დისკუსია ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2026 წლის 4 თებერვალს გაიმართება", - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განცხადებას მოაწერა ხელი
მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა და ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენს სახელმწიფოსაც ექმნებოდა საფრთხე, კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან -მაკა ბოჭორიშვილი
კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან -კახა კალაძე
მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს"-მარიამ ქვრივიშვილი
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს
"პროგრეს ბანკის" საქმესთან დაკავშირებით: გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს - სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით -კახა კალაძე
ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია-ირაკლი კობახიძე
საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო-პრეზიდენტი
"საქართველო არა მხოლოდ შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი კვანძია, არამედ უნიკალური ცივილიზაციური დიალოგის სივრცეა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურები მშვიდობიანად თანაარსებობდნენ"-პრეზიდენტი
ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს -მიხეილ ყაველაშვილი
,,მათ არ შეუძლიათ მიიღონ კრიტიკა, რომელიც ობიექტურია''- ნინო წილოსანი
,, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ითამაშოს როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშემ''- ზაზა შათირიშვილი
„ერთი დიდი ოჯახია თითოეული ადვოკატი - მე ვერ ვხედავ აქ გამარჯვებულს და დამარცხებულს''- ირაკლი ყანდაშვილი
,,ომი არის მრავალი ძალის ინტერესში''- ირაკლი ქადაგიშვილი
,,წარმოიდგინეთ სითავხედის ხარისხი ევრობიუროკრატიაში, რომ არც კი შეაფასეს და ევროკომისიის ანგარიშში მოლდოვაზე და უკრაინაზე''-გურამ მაჭარაშვილი
,,ჯერ ცუდი საქმეებით „ცუდია“ კალასი დაირქვა და ახლა ცრუპენტელობით „ცრუია“ კალასი დაირქვა''- გურამ მაჭარაშვილი
,,ხმებს ელექტრონულად, სკანერების მეშვეობით ვითვლით- შედეგები 21 საათზე გამოცხადდება''- დავით ასათიანი
,,მიჩვეული ვართ ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტებს, მაგრამ ეს რაც ვიხილეთ, ყველანაირ მოლოდინს სცდება''- ლევან მახაშვილი
ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში კაია კალასის ქმედებებს ეხმაურება