,,სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ყოველთვის მზად არის უპასუხოს ბიზნესების საჭიროებებს კონკრეტული ნაბიჯებით''- მიხეილ ხიდურელი

 

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანია "აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია"-მ 25 მლნ აშშ დოლარისა და 15 მლნ ევროს ოდენობის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების ემისია "გალტ & თაგარტ"-ის მხარდაჭერით განხორციელდა. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნული ემისია წარმოადგენს სააგენტოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ მაგალითს.

"მინდა მივულოცო "აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია"-ს 25 მლნ დოლარისა და 15 მლნ ევროს ღირებულების საჯარო ობლიგაციების წარმატებული გამოშვება. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ამ კომპანიასთან არაერთი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. ამასთან, მადლობას ვუხდი "გალტ & თაგარტს" - საინვესტიციო ბანკს, რომელიც კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის საწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის წვლილი ამ პროცესში, რომელთან ერთადაც პროგრამის შემდგომ დახვეწასა და გაფართოებას ვგეგმავთ. უახლოეს პერიოდში არაერთი პოზიტიური ცვლილება გვექნება და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესის საჭიროებებს კონკრეტული ნაბიჯებით ვუპასუხოთ", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მიხეილ ხიდურელმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება კერძო კაპიტალის ფონდების შექმნა, სადაც სახელმწიფოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება. პრესკონფერენციას მიხეილ ხიდურელთან ერთად ესწრებოდნენ "აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია"-ს დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და "გალტ & თაგარტ"-ის გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ყოველთვის მზად არის უპასუხოს ბიზნესების საჭიროებებს კონკრეტული ნაბიჯებით''- მიხეილ ხიდურელი
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 დეკემბერს
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
რა ეღირება დოლარი და ევრო 20 დეკემბერს
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ახალ ეტაპზე გადადის -რევაზ სოხაძე
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
რა ეღირება დოლარი და ევრო 19 დეკემბერს
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
"გამარჯვებას რა უნდა"- თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 დეკემბერს
პრემიერ-მინისტრი ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
თიბისი 33 წლისაა თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
"არ მოგერიდოს, იკითხე"- დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა