,,რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან''- ირაკლი კობახიძე

რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
მისივე თქმით, მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია, სტატუს-კვოს არსებითად შეცვლა შეუძლებელია, რაშიც იგულისხმება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, თუმცა საქართველოს რუსეთთან აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და აწარმოებს პრაგმატულ პოლიტიკას. 
„რაც შეეხება რუსეთთან მიმართებით ჩვენს პოლიტიკას, პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, ჩვენ ერთი მხრივ გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან, ვიდრე ჩვენი ტერიტორიების 20 %, ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია, მანამდე, ბუნებრივია, შეუძლებელია სტატუს-კვოს არსებითად შეცვლა, მათ შორის, ამაში ვგულისხმობ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ამას აქვს თავისი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი. ეს არის ის არსებითად, რაც განაპირობებს ჩვენს ურთიერთობებს - არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ამასთან ერთად გვაქვს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და კვლავაც ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება. რა თქმა უნდა, არის უამრავი სირთულე ამ გზაზე, ბუნებრივია, გლობალური პოლიტიკაც რთულად ვითარდება, ვნახოთ როგორ შეიცვლება გარემოებები მომავალში, მაგრამ საზოგადოებას შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ განვუცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები და მთავარი წითელი ხაზი დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან,"- განაცხადა პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
,,აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა''- პრემიერი
,, დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება''- პრემიერი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელში ''- პრემიერი
,,დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია, ერთი და იგივე პარტია მუდმივად იღებდეს 70-80-90 პროცენტს, თუნდაც 60 პროცენტს''- პრემიერი
,,ეს კანონები მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე''- პრემიერი
,, ევროინტეგრაციით შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე გაცვეთილია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ
,, ევროპულ ბიუროკრატიას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში''- პრემიერი
,,საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება''- ირაკლი კობახიძე
,,რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან''- ირაკლი კობახიძე
,, რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით''- პრემიერი
,, საქართველოს მართებს პრაგმატულობა და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული ინტერესების შესაბამისად''- ირაკლი კობახიძე
,,2025 წელსაც შევძელით ჩვენ ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა'' - პრემიერი
,,საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს კავშირები ყველა მიმართულებით''- პრემიერი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025"-ის ფარგლებში საქართველოს ელჩებს უმასპინძლა
,,ევროკავშირში ჩვენს თვალწინ განვითარებულ მოვლენებში ყველასგან ველოდი ტრიგერს, ოღონდ არა ბელგიის პრემიერ-მინისტრისგან''- დავით ქართველიშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განცხადებას მოაწერა ხელი
მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა და ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენს სახელმწიფოსაც ექმნებოდა საფრთხე, კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან -მაკა ბოჭორიშვილი
კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან -კახა კალაძე