,,საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება''- ირაკლი კობახიძე

 

გამოჩნდა ერთადერთი რამ, როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, აქაც აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა არა ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არამედ ეს ყოფილა ორპირი ქარის პოლიტიკა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხი გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება. 

 

„ერთადერთი რაშიც იყენებდა ევროპული ბიუროკრატია ევროინტეგრაციის თემას საქართველოსთან მიმართებით 2022 წლის დასაწყისიდან, ეს იყო შანტაჟი. ამას უკავშირდებოდა მთელი ის უსამართლობა, უსამართლო გადაწყვეტილებები 2022 წლის ივნისში. ვერავინ ვერ ახსნა დღემდე, რატომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. თეორიულად წარმოიდგინეთ უკან რომ გადავახვიოთ ყველაფერი - წარმოვიდგინოთ, რომ 2022 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მერე როგორც უკრაინას, მოლდოვას და ბოსნიას, მერე გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, გრძელდება დიალოგი, კუმუნიკაცია და ა.შ. ხომ ჯანსაღი ურთიერთობები იარსებებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენი მხრიდან ხომ ყველაფერში იყო გაწვდილი ხელი და სრული ღიაობა გვქონდა გამოხატული. მათ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, შემდეგ 2 წელი გრძელდებოდა ეს ყველაფერი, მათ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მათ გამოაცხადეს ევროინტეგრაციის შეჩერება 2024 წლის ივნისში, ისინი ჩაერივნენ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, მათი ელჩი გამოვიდა და განაცხადა, რომ ამომრჩეველს მხარი უნდა დაეჭირა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ოპოზიციისთვის. ამას ხომ ისინი აკეთებდნენ. ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ჩვეულებრივად ჯანსაღად გაგრძელდებოდა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. 

 

გამოჩნდა ერთადერთი რამ, როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, აქაც აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა არა ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არამედ ეს ყოფილა ორპირი ქარის პოლიტიკა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხი გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერში ვასწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა''- პრემიერი
,, დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება''- პრემიერი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელში ''- პრემიერი
,,დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია, ერთი და იგივე პარტია მუდმივად იღებდეს 70-80-90 პროცენტს, თუნდაც 60 პროცენტს''- პრემიერი
,,ეს კანონები მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე''- პრემიერი
,, ევროინტეგრაციით შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე გაცვეთილია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ
,, ევროპულ ბიუროკრატიას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში''- პრემიერი
,,საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება''- ირაკლი კობახიძე
,,რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან''- ირაკლი კობახიძე
,, რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით''- პრემიერი
,, საქართველოს მართებს პრაგმატულობა და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული ინტერესების შესაბამისად''- ირაკლი კობახიძე
,,2025 წელსაც შევძელით ჩვენ ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა'' - პრემიერი
,,საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს კავშირები ყველა მიმართულებით''- პრემიერი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025"-ის ფარგლებში საქართველოს ელჩებს უმასპინძლა
,,ევროკავშირში ჩვენს თვალწინ განვითარებულ მოვლენებში ყველასგან ველოდი ტრიგერს, ოღონდ არა ბელგიის პრემიერ-მინისტრისგან''- დავით ქართველიშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განცხადებას მოაწერა ხელი
მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა და ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენს სახელმწიფოსაც ექმნებოდა საფრთხე, კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან -მაკა ბოჭორიშვილი
კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან -კახა კალაძე