,, ევროპულ ბიუროკრატიას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში''- პრემიერი
ჩვენი საზოგადოება თავისი არსით არის პროევროპული საზოგადოება, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ ღირებულებებს, ეს გენები სადღაც დაკარგეს ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა - არსად არ ჩანს ევროპული ღირებულებების, ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების და ამ ღირებულებებიდან გამომდინარე, სამართლებრივი ფასეულობებისა და სახელმწიფო ფასეულობების პატივისცემა და ეს არის ძალიან სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
პრემიერის თქმით, ევროპულ ბიუროკრატიას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში.
„ევროინტეგრაციის თემა თავიდან ბოლომდე გამოიყენება, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი და ამიტომ ვუწოდებ მას ევროკავშირის ორპირი ქარის პოლიტიკას. ერთადერთი შანტაჟის ინსტრუმენტი დარჩათ შარშანდელი ნოემბრის შემდეგ, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. მაშინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მხრიდან დღის წესრიგიდან იხსნებოდა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. იმავდროულად, ჩვენ დავაზუსტეთ, რომ თუ ისინი ამ ნაბიჯს გადმოდგამდნენ, ნებისმიერ დროს მოვაწერდით ხელს მოლაპარაკებების გახსნას. რატომ გავაკეთეთ ეს - სამ თვეში ერთხელ ევროპულ ბიუროკრატიას უნდა ეთქვა უარი საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე - მუდმივი შანტაჟი, მუდმივი ნეგატივი. ეს ასე მოხდებოდა გარანტირებულად, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მივიღეთ 2022 წლის მარტიდან, როდესაც უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე სქართველოში. ახლა დარჩა ერთადერთი შანტაჟის ინსტრუმენტი, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. თუმცა, ეს ინსტრუმენტიც გაცვეთილია. თვითონ რომ ფიქრობდნენ, რომ ეს ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ეფექტური ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ, ამ ინსტრუმენტს გამოიყენებდნენ, გარე, არაფორმალური ძალების დავალებით, მაგრამ ფიქრობენ, რომ ამით რევოლუციას ვერ მოაწყობენ, ვერ გამოიწვევენ იმ მასშტაბის ვნებათაღელვას, რამაც შეილება განაპირობოს ხელისუფლების შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას გააკეთებდნენ, მაგრამ რაღაც დოზით მათაც აქვთ პრაგმატულობა და ამ ნაბიჯს არ დგამენ იმის გამო, რომ პოტენციურ ეფექტს ვერ ხედავენ. მე არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ, რომ ამით საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხსაც. ქართველ ხალხს ისედაც აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ქართველი ხალხის ნდობა არის უმდაბლეს ნიშნულზე. 20%-ზე დაბალია ევროპული ბიუროკრატიის და მათი ლიდერების მიმართ ქართველი ხალხის ნდობა. ევროკავშირის მიმართ ნდობაც არის შემცირებული. ევროკავშირი ადამიანების აღქმაში დაკავშირებულია დემოკრატიასთან, დემოკრატიულ არჩევნებთან, ადამიანის უფლებებთან. ასეთ დროს ადამიანები ხედავენ, რომ ევროკავშირის ელჩი, ერთ-ერთი ბიუროკრატი პირდაპირ ერევა დემოკრატიულ არჩევნებში, არღვევს სუვერენიტეტის პრინციპს, არღვევს უხეშად ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. ჩვენი მიზანია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ოღონდ, ეს განაცხადი ეფუძნება ჩვენს ოპტიმიზმს, რომ ის უბედურება, რაც ხდება ევროკავშირში, შეიცვლება დადებითი მიმართულებით. ეს უკავშირდება ეკონომიკას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლებას და ა. შ. ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება ბუნებრივია, სხვა არის, მაგრამ რასაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის კუთხით, ამას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში. ჩვენი საზოგადოება თავისი არსით არის პროევროპული საზოგადოება, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ ღირებულებებს. ჩვენს იდენტობაში და გენებშია ევროპული ღირებულებების პატივისცემა და ეს გენები სადღაც დაკარგეს ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა. არსად არ ჩანს ევროპული ღირებულებების, ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების და ამ ღირებულებებიდან გამომდინარე, სამართლებრივი ფასეულობებისა და სახელმწიფო ფასეულობების პატივისცემა და ეს არის ძალიან სამწუხარო", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
,,აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა''- პრემიერი
,, დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება''- პრემიერი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელში ''- პრემიერი
,,დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია, ერთი და იგივე პარტია მუდმივად იღებდეს 70-80-90 პროცენტს, თუნდაც 60 პროცენტს''- პრემიერი
,,ეს კანონები მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე''- პრემიერი
,, ევროინტეგრაციით შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე გაცვეთილია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ
,, ევროპულ ბიუროკრატიას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში''- პრემიერი
,,საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება''- ირაკლი კობახიძე
,,რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან''- ირაკლი კობახიძე
,, რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით''- პრემიერი
,, საქართველოს მართებს პრაგმატულობა და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული ინტერესების შესაბამისად''- ირაკლი კობახიძე
,,2025 წელსაც შევძელით ჩვენ ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა'' - პრემიერი
,,საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს კავშირები ყველა მიმართულებით''- პრემიერი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025"-ის ფარგლებში საქართველოს ელჩებს უმასპინძლა
,,ევროკავშირში ჩვენს თვალწინ განვითარებულ მოვლენებში ყველასგან ველოდი ტრიგერს, ოღონდ არა ბელგიის პრემიერ-მინისტრისგან''- დავით ქართველიშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განცხადებას მოაწერა ხელი
მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა და ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენს სახელმწიფოსაც ექმნებოდა საფრთხე, კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან -მაკა ბოჭორიშვილი
კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან -კახა კალაძე