,, ევროინტეგრაციით შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე გაცვეთილია''- პრემიერი
"ახლა დარჩა ერთადერთი ინსტრუმენტი შანტაჟის, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ინსტრუმენტიც გაცვეთილია. თვითონ რომ ფიქრობდნენ, რომ ეს ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ეფექტური ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებდნენ გარე, არაფორმალური ძალების დავალებით, მაგრამ ხვდებიან, რომ რევოლუციას ამით ვერ მოაწყობენ", - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროინტეგრაციით შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე გაცვეთილია.
"ევროინტეგრაციის საკითხი თავიდან ბოლომდე გამოიყენება მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი და ამიტომ ვუწოდებ მას ევროკავშირის ორპირი ქარის პოლიტიკას. ერთადერთი შანტაჟის ინსტრუმენტი დარჩათ შარშანდელი ნოემბრის შემდეგ, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. მაშინ გახსოვთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მხრიდან, დღის წესრიგიდან იხსნებოდა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, იმავე დროულად ჩვენ დავაზუსტეთ, რომ თუ ისინი ამ ნაბიჯს გადმოდგამდნენ, ნებისმიერ დროს მოვაწერდით ხელს მოლაპარაკების გახსნას, მაგრამ ჩვენ დღის წესრიგიდან მოვხსენით და რატომ გავაკეთეთ ეს, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ - წარმოიდგინეთ, სამ თვეში ერთხელ ევროპულ ბიუროკრატიას უნდა ეთქვა უარი საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე, მუდმივი ნეგატივი, მუდმივი უარყოფითი და უსამართლო დამოკიდებულება. წარმოიდგინეთ თეორიულად, რომ სამ თვეში ერთხელ გეუბნებიან მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს ასე მოხდებოდა გარანტირებულად იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მივიღეთ 2022 წლის მარტიდან, როდესაც უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე საქართველოში.
ახლა დარჩა ერთადერთი ინსტრუმენტი შანტაჟის, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ინსტრუმენტიც გაცვეთილია. თვითონ რომ ფიქრობდნენ, რომ ეს ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ეფექტური ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებდნენ გარე, არაფორმალური ძალების დავალებით, მაგრამ ხვდებიან, რომ რევოლუციას ამით ვერ მოაწყობენ, ვერ გამოიწვევენ იმ მასშტაბის ვნებათა ღელვას, რომელმაც შეიძლება განაპირობოს ხელისუფლების შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას გააკეთებდნენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ რაღაც დოზით პრაგმატულობა და ნაბიჯს არ დგამენ იმის გამო, რომ პოტენციურ ეფექტს ვერ ხედავენ. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ, რომ ამით უკვე საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხსაც, ქართველ ხალხს ისედაც აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ქართველი ხალხის ნდობა არის უმდაბლეს ნიშნულზე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
,,აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა''- პრემიერი
,, დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება''- პრემიერი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელში ''- პრემიერი
,,დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია, ერთი და იგივე პარტია მუდმივად იღებდეს 70-80-90 პროცენტს, თუნდაც 60 პროცენტს''- პრემიერი
,,ეს კანონები მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე''- პრემიერი
,, ევროინტეგრაციით შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე გაცვეთილია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ
,, ევროპულ ბიუროკრატიას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში''- პრემიერი
,,საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება''- ირაკლი კობახიძე
,,რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან''- ირაკლი კობახიძე
,, რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით''- პრემიერი
,, საქართველოს მართებს პრაგმატულობა და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული ინტერესების შესაბამისად''- ირაკლი კობახიძე
,,2025 წელსაც შევძელით ჩვენ ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა'' - პრემიერი
,,საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს კავშირები ყველა მიმართულებით''- პრემიერი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025"-ის ფარგლებში საქართველოს ელჩებს უმასპინძლა
,,ევროკავშირში ჩვენს თვალწინ განვითარებულ მოვლენებში ყველასგან ველოდი ტრიგერს, ოღონდ არა ბელგიის პრემიერ-მინისტრისგან''- დავით ქართველიშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განცხადებას მოაწერა ხელი
მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა და ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენს სახელმწიფოსაც ექმნებოდა საფრთხე, კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან -მაკა ბოჭორიშვილი
კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან -კახა კალაძე