უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს -ირაკლი კობახიძე

უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

პრემიერის თქმით, სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, მთავრობის მეთაური განცხადებით, რაც იყო მისაღები კონტინგენტი, იგივე დარჩება.

„უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს. რაც შეეხება დღეს მოქმედ სტუდენტებს, მათზე ვრცელდება ის სისტემა, რომლითაც მათ ჩააბარეს უნივერსიტეტებში, მათ შორის, უცვლელი იქნება საგრანტო სისტემა და შესაბამისი გადასახადი. ჩვენ ბიუჯეტიც ამის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ახლად მიღებული სტუდენტებისთვის ავამოქმედოთ უკვე უმაღლესი განათლების სისტემა. რაც შეეხება თვითონ მოდელს, განისაზღვრება კონკრეტული უნივერსიტეტებისთვის კონკრეტული ფაკულტეტებისთვის საჭირო დაფინანსება, კონკრეტული ფორმულები საფუძველზე. აქ იქნება მათ შორის, გათვალისწინებული განსხვავებული ფაკულტეტების განსხვავებული საჭიროებები, განისაზღვრება ფორმულა და ამ ფორმულით გადაეცემა კონკრეტულ უნივერსიტეტებს და მათ ფაკულტეტებს შესაბამისი დაფინანსება. ანუ, საგრანტო მოდელი ჩანაცვლდება დაკვეთაზე დაფუძნებული მოდელით. აქ იქნება მხედველობაში მიღებული სტუდენტების რაოდენობაც. სპეკულაციები მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უნივერსიტეტებში შემცირდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა. მზად ვარ დისკუსიისთვის, მაგრამ, არავინ არ საუბრობს დისკუსიაზე. იმიტომ, რომ მათ შორიდან ურჩევნიათ, ილაპარაკონ აბსურდზე. შორიდან საუბრობენ ამაზე. შინაარსი არ არის მათი ველი, შინაარსი არის ხელისუფლების ველი. იმდენად ცხადად არის ჩამოთვლილი შვიდი გამოწვევა და პასუხი შვიდ გამოწვევაზე, რომ ძალიან უჭირთ არსებით დისკუსიაში შემოსვლა და ამიტომ ერიდებიან ყველანაირი ტიპის დებატებს. ცალ კარში გააქვთ გოლები, თან ისე, რომ მეკარეც არ დგას, თამაშობენ თავისთვის. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, მათ არ აქვთ სივრცე რეალური დისკუსიისთვის, იმიტომ, რომ შინაარსი არ არის მათ მხარეს, შინაარსი არის ჩვენ მხარეს. რაც შეეხება მისაღებ კონტინგენტს, გასულ წელს 31 000 სტუდენტი მიიღო საუნივერსიტეტო სისტემამ და ეს რაოდენობა არ შეიცვლება. სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, რაც იყო მისაღები კონტინგენტი, დარჩება იგივე. რაც შეეხება ავტონომიას, ავტონომიაც დარჩება. ყველა კითხვაზე ვართ მზად პასუხისთვის, იმიტომ, რომ შინაარსი გვამაგრებს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან, შემდეგ განათლების მინისტრი შეხვდა კერძო უნივერსიტეტების რექტორებს, ყველგან იყო სივრცე დისკუსიებისთვის. ნებისმიერი ფორმატისთვის ვართ მზად, მაგრამ ჩვენს ოპონენტებს ურჩევნიათ, ცარიელ კარში ურტყან ბურთები, იმიტომ, რომ მათ სხვა რესურსი არ აქვთ. მხოლოდ ასე შეილება გახვიდე ფონს, როდესაც ინტელექტი არ გიმაგრებს ზურგს", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას
უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს -ირაკლი კობახიძე
23 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
რა საფრთხეს უქმნის უძილობა ჩვენს ჯანმრთელობას და როგორ დავძლიოთ იგი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს
22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა
დღეს საქართველოში უნალექო და უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი
დღეს კოსმიური პორტალი იხსნება! - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს
ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი კონცერტი ჩაშალეს, მომღერალი ლაშა ღლონტი სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს
21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21  დეკემბერის ამინდის პროგნოზი
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და მისმა მეუღლემ, თამარმა, განსაკუთრებული პატივი მიაგეს ვუჩიჩების ოჯახს''- ალექსანდრ ვუჩიჩი
პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს, რომ სახელმწიფოს უკან დგანან ოჯახები, სიყვარული-მიხეილ ყაველაშვილი
კობა კობალაძეს "მშვიდობის ელჩის" სიგელი გადაეცა
დღეს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი არითმოლოგიის მიმართულება ამოქმედდა