"თბილღვინომ" ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა

ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „თბილღვინო“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა. ახალი სივრცე ირაკლი აბაშიძის N64-ში მდებარეობს და მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ პრემიუმ ღვინოებს სთავაზობს. კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორი თიბისია.

მაღაზიასა და ბარში წარმოდგენილია დაახლოებით 120 სახეობის ღვინო მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან, მათ შორის: საფრანგეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, ახალი ზელანდიიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან; ხელმისაწვდომია თეთრი და წითელი, ასევე, მსოფლიოში ცნობილი ცქრიალა ღვინოები, მათ შორის: შამპანური საფრანგეთის შამპანის რეგიონიდან, იტალიური პროსეკო და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცქრიალა ღვინის ბრენდი - Ferrari, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელიც საქართველოში The Wine-ია.

პროდუქციის ძირითადი ნაწილი უცხოურ ღვინოებს მოიცავს, თუმცა სტუმრები “თბილღვინოს” პრემიუმ კოლექციიდან ქართული ღვინის დაგემოვნებასაც შეძლებენ. ასორტიმენტი სხვადასხვა საფასო სეგმენტს მოიცავს, მათ შორის, ხელმისაწვდომ და ბიუჯეტურ შეთავაზებებსაც.

The Wine-ის სივრცეში სამომავლოდ საგანმანათლებლო და თემატური აქტივობები იგეგმება, მათ შორის: დეგუსტაციები და პრეზენტაციები, რაც მიზნად ისახავს ღვინის კულტურის პოპულარიზაციას და საერთაშორისო მეღვინეობის გამოცდილების გაზიარებას.

თიბისი და „თბილღვინო“ 23 წელია პარტნიორები არიან. ბოლო 5 წელში ერთობლივად 48 მილიონი ლარის მოცულობის პროექტები აქვთ განხორციელებული. პარტნიორობა მოიცავს, როგორც რთველის დაფინანსებასა და ვენახების გაშენებას, ასევე, საწარმოო ხაზის გადაიარაღებასა და ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას.

 

(R)





მსგავსი სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისი-ვენეცია-ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთებს ათამაშებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 24 დეკემბერს
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობაც 2 193 388 700 ლარს შეადგენს
"თბილღვინომ" ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
,,სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ყოველთვის მზად არის უპასუხოს ბიზნესების საჭიროებებს კონკრეტული ნაბიჯებით''- მიხეილ ხიდურელი
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 დეკემბერს
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
რა ეღირება დოლარი და ევრო 20 დეკემბერს
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ახალ ეტაპზე გადადის -რევაზ სოხაძე
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
რა ეღირება დოლარი და ევრო 19 დეკემბერს
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
"გამარჯვებას რა უნდა"- თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა