მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს -კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორუფცია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რაც მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან. გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ზოგადად, მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ეს მთელ მსოფლიოში გამოწვევაა და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, შესაბამისი მოქმედებები ჩატარდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო შეჩერებულია -შალვა პაპუაშვილი
კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, პროკურატურა, სუს-ი თავის საქმეს აკეთებენ -ლევან მახაშვილი
ლევან იოსელიანი ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შეხვდა
მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს -კახა კალაძე
ჯეფრი ეპშტეინის გარშემო აჟიოტაჟს დემოკრატები იყენებენ, რათა რესპუბლიკური პარტიის უზარმაზარი წარმატებისგან ყურადღება გადაიტანონ -დონალდ ტრამპი
თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა - თბილისი არის ყველას ქალაქი -კახა კალაძე
,,აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა''- პრემიერი
,, დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება''- პრემიერი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელში ''- პრემიერი
,,დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია, ერთი და იგივე პარტია მუდმივად იღებდეს 70-80-90 პროცენტს, თუნდაც 60 პროცენტს''- პრემიერი
,,ეს კანონები მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე''- პრემიერი
,, ევროინტეგრაციით შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე გაცვეთილია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ
,, ევროპულ ბიუროკრატიას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში''- პრემიერი
,,საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება''- ირაკლი კობახიძე
,,რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან''- ირაკლი კობახიძე
,, რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით''- პრემიერი
,, საქართველოს მართებს პრაგმატულობა და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული ინტერესების შესაბამისად''- ირაკლი კობახიძე
,,2025 წელსაც შევძელით ჩვენ ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა'' - პრემიერი
,,საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს კავშირები ყველა მიმართულებით''- პრემიერი