კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, პროკურატურა, სუს-ი თავის საქმეს აკეთებენ -ლევან მახაშვილი
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება იმ გაგებით, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, როცა საქმე კორუფციასთან ბრძოლას ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, იქნება ეს საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება, თუ პრაქტიკაში ამ მიმართულებით აღსრულება.
„პრემიერის განცხადება გახსოვთ, ასევე ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც პოლიტიკაში დაბრუნდა. ჩვენმა გუნდმა კორუფციის წინააღმდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო შემწყნარებელი ვერ იქნება. კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას. პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის საქმეს ახორციელებენ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ დღეს სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა.
მსგავსი სიახლეები
თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო შეჩერებულია -შალვა პაპუაშვილი
კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, პროკურატურა, სუს-ი თავის საქმეს აკეთებენ -ლევან მახაშვილი
ლევან იოსელიანი ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შეხვდა
მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს -კახა კალაძე
ჯეფრი ეპშტეინის გარშემო აჟიოტაჟს დემოკრატები იყენებენ, რათა რესპუბლიკური პარტიის უზარმაზარი წარმატებისგან ყურადღება გადაიტანონ -დონალდ ტრამპი
თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა - თბილისი არის ყველას ქალაქი -კახა კალაძე
,,აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა''- პრემიერი
,, დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება''- პრემიერი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელში ''- პრემიერი
,,დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია, ერთი და იგივე პარტია მუდმივად იღებდეს 70-80-90 პროცენტს, თუნდაც 60 პროცენტს''- პრემიერი
,,ეს კანონები მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე''- პრემიერი
,, ევროინტეგრაციით შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე გაცვეთილია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ
,, ევროპულ ბიუროკრატიას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში''- პრემიერი
,,საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება''- ირაკლი კობახიძე
,,რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან''- ირაკლი კობახიძე
,, რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით''- პრემიერი
,, საქართველოს მართებს პრაგმატულობა და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული ინტერესების შესაბამისად''- ირაკლი კობახიძე
,,2025 წელსაც შევძელით ჩვენ ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა'' - პრემიერი
,,საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს კავშირები ყველა მიმართულებით''- პრემიერი