საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას, ალი იერლიქაიას შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა თურქ კოლეგასთან, ალი იერლიქაიასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართა.

„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

ალი იერლიქაიამ ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის დროს გაწეული ძალისხმევისთვის, სწრაფი და ქმედითი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება, ასევე გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ორი ქვეყნის მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.

დასასრულს, გეკა გელაძემ თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის, გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილ უფროსს, კახა გვანცელაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა
,,ამ ეტაპზე არ ვიცნობთ საქმეს, არ ვიცით, რაში გვედება ბრალი''- გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
კაცი მოკლა, მისი ცოლი კი დაჭრა - შსს ზუგდიდში მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას, ალი იერლიქაიას შეხვდა
ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, საბოტაჟის საქმეზე, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ადვოკატი "ცენტრალ თაუერის" საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო
მონასტრის გაქურდვის ფაქტზე 47 წლის მამაკაცი დააკავეს
მასშტაბური სპეცოპერაცია რომში - დაკავებულია 39 წლის ქართველი
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული -პროკურატურა
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი