თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო შეჩერებულია -შალვა პაპუაშვილი
იმდენად ბიუროკრატიული, კორუმპირებული, ზანტი საელჩოები თუ საკონსულოები ჰყავთ, რომ ვიზის საჭიროება თუ იყო, გაგვაწვალებენ, მათხოვრებად გვაქცევენ, რომ ვიზა მოგვცენ, ამას ამბობს საკუთარ თავზე ბრიუსელი, როცა ასეთ შანტაჟს ეწევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, კონკრეტულ ქვეყანაში ვისაც სჭირდება გამგზავრება და აქვს ამის საფუძველი, მისთვის ვიზის მიღება არასდროს ყოფილა პრობლემა.
„თავად უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების ეტაპებზე, რაზეც დღეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟი მიმდინარეობს, სიმართლე გითხრათ, რასაც ვისმენთ, ცოტა არასერიოზულია. საუბარი ძირითადად დიპლომატიურ პასპორტებზეა, ანუ მთავარი მუქარაა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ. ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის კარგა ხნით ადრე იყო მიღებული და უკვე შეჩერებულია, დიპლომატიური პასპორტის მქონე პირები დღეს ვიზას იღებენ. მე როდესაც ბულგარეთში ვიზიტით გახლდით, ვიზა ავიღე. ანალოგიურად, ვიზა ავიღე ბრიტანეთში ვიზიტისას და ასევე მაშინაც, როდესაც ირლანდიაში ჩავედი. ეს არის მთელი პრობლემა, რომ ბრიუსელი ვიზის აუცილებლობას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს ვიზის აღება წყევლა უნდა იყოს. ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ირლანდიისგან, ბრიტანეთისგან, აშშ-სგან და სხვა ქვეყნებისგანაც, თუ რა ხდება?! ვიზა თუ საჭიროა, ვიზას ავიღებთ. ვისაც კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრება სჭირდება და ამის საფუძველი აქვს, მისთვის ვიზის მიღება არასდროს ყოფილა პრობლემა.
ვიზა დიპლომატიური პასპორტებისთვის უკვე დიდი ხანია, შემოღებულია. ეს დამოკიდებულება, ასეთი შანტაჟი ქართველ ხალხზე ალბათ იმიტომ არ ახდენს გავლენას, რომ ჩვენს საზოგადოებას ახსოვს თენგიზ ჩანტლაძის ერთ-ერთი სკეტჩი. დააპატიმრებენ რამდენიმე ახალგაზრდას, ემუქრება, რომ ბევრჯერ დაგაპატიმრებო. დაგაპატიმრებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერო. ამ დონეზე არის დღეს ბრიუსელი, რომ ერთხელ შეგვიწყვიტა, ორჯერ, სამჯერ, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერებულია დიპლომატიური პასპორტებისთვის.
თავად ეს დამოკიდებულება აჩვენებს, რომ უვიზო მიმოსვლას საჩუქრად როდესაც განიხილავენ და ვიზას წყევლად, აჩვენებს, საკუთარ თავზე რა წარმოდგენა აქვს ევროკავშირს - მათ მიერ ვიზის გაცემა წყევლაა მთელი საზოგადოებისთვის, იმდენად ბიუროკრატიული, კორუმპირებული, ზანტი საელჩოები თუ საკონსულოები ჰყავთ, რომ ვიზის საჭიროება თუ იყო, გაგვაწვალებენ, დაგვტანჯავენ, გაგვყინავენ, სიცივეში დაგვაყენებენ, მათხოვრებად გვაქცევენ, რომ ვიზა მოგვცენ. ამას ამბობენ საკუთარ თავზე, როცა ბრიუსელი ასეთ შანტაჟს ეწევა, ისეთი ცუდები ვართ, რომ ახლა ვიზას თუ შემოვიღებთ, თქვენ იქნებით გაწვალებული, გატანჯულიო. ირლანდია გვტანჯავს?! ბრიტანეთი? აშშ, თუ ვინ? დიპლომატიური პასპორტების საკითხი ხელახლა წამოიწია და ახლა თითქოს კიდევ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, უბრალოდ სასაცილოა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,ლილუაშვილის დაკავება, რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით''- თენგიზ შარმანაშვილი
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში როდესაც დაბრუნდა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, მის მიერ პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები კორუფციის საკითხებს ეხებოდა-შალვა პაპუაშვილი
დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება -ბექა ოდიშარია
თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო შეჩერებულია -შალვა პაპუაშვილი
კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, პროკურატურა, სუს-ი თავის საქმეს აკეთებენ -ლევან მახაშვილი
ლევან იოსელიანი ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შეხვდა
მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს -კახა კალაძე
ჯეფრი ეპშტეინის გარშემო აჟიოტაჟს დემოკრატები იყენებენ, რათა რესპუბლიკური პარტიის უზარმაზარი წარმატებისგან ყურადღება გადაიტანონ -დონალდ ტრამპი
თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა - თბილისი არის ყველას ქალაქი -კახა კალაძე
,,აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა''- პრემიერი
,, დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება''- პრემიერი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელში ''- პრემიერი
,,დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია, ერთი და იგივე პარტია მუდმივად იღებდეს 70-80-90 პროცენტს, თუნდაც 60 პროცენტს''- პრემიერი
,,ეს კანონები მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე''- პრემიერი
,, ევროინტეგრაციით შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე გაცვეთილია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ
,, ევროპულ ბიუროკრატიას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში''- პრემიერი
,,საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება''- ირაკლი კობახიძე
,,რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან''- ირაკლი კობახიძე
,, რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით''- პრემიერი