დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება -ბექა ოდიშარია

დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია დამატებითი გადასახადის შემოტანა.

„მინდა, ავუხსნა იმ ადამიანებს, რომლებიც გადასახადების სტრუქტურაში ვერ ერკვევიან, რომ ჩვენ არავის ვბეგრავთ მეტით. ზოგადად, კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია დამატებითი გადასახადის შემოტანა. ყველა დასავლურ ქვეყანაში გადასახადის გადამხდელად ყოფნა საამაყოა. ბუნებრივია, რაც უფრო მეტია ასეთი ადამიანი, საწარმო თუ კომპანია, ეს ქვეყნისთვის და მათ შორის მუნიციპალიტეტისთვის დიდი შენაძენია. ჩვენი ბიუჯეტიც გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობაც გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება. ბიუჯეტი დაახლოებით ორი მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს, ამ თანხის დაახლოებით 27% სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება. ასევე დაგეგმილია უამრავი სხვადასხვა პროექტი", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამასთან, ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში იმ კულტურულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, ამ ღონისძიებებს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.

„ჩემი გამოსვლის ბოლოს კი, მინდა, აღვნიშნო, რომ ოპოზიციური ტელევიზიები სიუჟეტებში წარმოუდგენელ სცენარებს დგამენ, ყველაფერი ორკესტრირებულია, როგორც სტუმარი, ისე ჟურნალისტი, თუმცა ალბათ გული სწყდებათ, როდესაც გაივლიან გლდანის ტბასთან, წერეთლის გამზირზე, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, შემდეგ კი საშობაო სოფელში შეიხედავენ. მათ ნამდვილად არ ახარებთ სიკეთით სავსე ქალაქი. მთელ თბილისს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობაც 2 193 388 700 ლარს შეადგენს.

 





მსგავსი სიახლეები
,ლილუაშვილის დაკავება, რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით''- თენგიზ შარმანაშვილი
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში როდესაც დაბრუნდა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, მის მიერ პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები კორუფციის საკითხებს ეხებოდა-შალვა პაპუაშვილი
დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება -ბექა ოდიშარია
თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო შეჩერებულია -შალვა პაპუაშვილი
კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, პროკურატურა, სუს-ი თავის საქმეს აკეთებენ -ლევან მახაშვილი
ლევან იოსელიანი ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შეხვდა
მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს -კახა კალაძე
ჯეფრი ეპშტეინის გარშემო აჟიოტაჟს დემოკრატები იყენებენ, რათა რესპუბლიკური პარტიის უზარმაზარი წარმატებისგან ყურადღება გადაიტანონ -დონალდ ტრამპი
თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა - თბილისი არის ყველას ქალაქი -კახა კალაძე
,,აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა''- პრემიერი
,, დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება''- პრემიერი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელში ''- პრემიერი
,,დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია, ერთი და იგივე პარტია მუდმივად იღებდეს 70-80-90 პროცენტს, თუნდაც 60 პროცენტს''- პრემიერი
,,ეს კანონები მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე''- პრემიერი
,, ევროინტეგრაციით შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე გაცვეთილია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ
,, ევროპულ ბიუროკრატიას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში''- პრემიერი
,,საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება''- ირაკლი კობახიძე
,,რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან''- ირაკლი კობახიძე
,, რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი ქარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით''- პრემიერი