„მაგთიკომი“ და შპს „დელტა კომმი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შპს „მაგთიკომი" და მისი შვილობილი კომპანია - შპს „დელტა კომმი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„იმისათვის, რომ აბონენტებს მივაწოდოთ ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომსახურება, ჩვენ მიერ რეგიონებში გამოყენებულია სს „ენერგოპრო ჯორჯიას" ელექტრომომარაგების ბოძები. ბუნებრივია, აღნიშნულზე არსებობს შესაბამისი ხელშეკრულება და ჩვენ ჯეროვნად ვასრულებთ მის პირობებს, მათ შორის, ვიხდით შეთანხმებულ საფასურს.
წინასაახალწლო პერიოდში სს „ენერგოპრო ჯორჯიამ" გადაწყვიტა, რომ ხელოვნურად შექმნას დაბრკოლებები საკუთარ ქსელში (ელექტრომომარაგების ბოძებზე) დაშვებაზე, რაც გამოიხატა გარკვეული შეზღუდვების დაწესებაში, კერძოდ, შეზღუდვა თავდაპირველად შეეხო ახალი აბონენტების ჩართვას, ხოლო შემდგომ უკვე მომსახურების პროცესში გამოვლენილი დაზიანებების აღდგენისათვის დაშვების შერჩევითი და დროში გაჭიანურებული „სამუშაო" პროცესის დადგენას. ხელოვნური შეზღუდვების შედეგად დღეს მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ ახალი აბონენტის ჩართვა ან სერვისზე დაფიქსირებული დაზიანების აღდგენა, თუ ამისათვის აუცილებელია სს „ენერგოპრო ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული ელექტრომომარაგების ბოძზე დაშვება.
ახალი წლის პერიოდში შეზღუდვების დაწესება ხელოვნურად ამძაფრებს მოსახლეობის უკმაყოფილებას. შესაბამისად, სრულიად მიზანმიმართულად ხდება ნეგატიური განწყობების შექმნა.
მოვუწოდებთ სს „ენერგოპრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
24 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ქართველ წმინდანის ხსენებას დღესასწაულობს
24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენნაირი ქვეყნისთვის სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, ჰიმნი და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი
კობა კობალაძე საპატრიარქოში დაესწრო სამეცნიერო კონფერენციას: ''ოკუპირებული აფხაზეთი- კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა'
სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს
ირაკლი კობახიძე - ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული და უპირობო, ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ
,,წელს 340 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის''- პრემიერი
,,ფრაზა „ისტორიაში პირველად" წელს 42-ჯერ გაჟღერდა'- ირაკლი კობახიძე
2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა
„მაგთიკომი“ და შპს „დელტა კომმი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას
უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს -ირაკლი კობახიძე
23 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
რა საფრთხეს უქმნის უძილობა ჩვენს ჯანმრთელობას და როგორ დავძლიოთ იგი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს