,,ფრაზა „ისტორიაში პირველად" წელს 42-ჯერ გაჟღერდა'- ირაკლი კობახიძე

 

ჩვენი სპორტსმენების ნიჭმა, შრომამ და თავდადებამ 2025 წელს ჩვენს ქვეყანას 1935 საერთაშორისო მედალი მოუტანა, ამისათვის ჩვენს სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით,  ფრაზა „ისტორიაში პირველად" წელს 42-ჯერ გაჟღერდა.

 

„დღეს ვაჯამებთ წელს, რომელიც იყო ძალიან დიდი წარმატებების მომტანი ჩვენი სპორტსმენებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის.  ჩვენი სპორტსმენების ნიჭმა, შრომამ და თავდადებამ 2025 წელს ჩვენს ქვეყანას 1935 საერთაშორისო მედალი მოუტანა, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ამისათვის ჩვენს სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით.

სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრაზა „ისტორიაში პირველად" წელს 42-ჯერ გაჟღერდა. ისტორიაში პირველად ჩვენმა კალათბურთელებმა ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი. ეს არის განსაკუთრებული წარმატება და ამისათვის მინდა ჩვენს კალათბურთელებს მადლობა გადავუხადო. მინდა გავიხსენო, რომ ამ ბრძოლაში მათ ჩამოიტოვეს უკან ისეთი ტრადიციული საკალათბურთო ნაკრებები, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი. ეს არის წარმოუდგენელი მიღწევა და კალათბურთელებს კიდევ ერთხელ მადლობა ამისათვის.

ასევე პირველად ისტორიაში, ჩვენი ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ესეც არის წარმოუდგენელი წარმატება. მადლობა ძიუდოისტებს ამ გამარჯვებისთვის. ასევე მინდა გავიხსენო ხელბურთელების წარმატება, რომლებმაც ზედიზედ მეორედ მოახერხეს და დაძლიეს საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის ჩემპიონატზე.

პირველად მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ფარიკაობაში. პირველად მოვიპოვეთ ოქრო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე. ისტორიაში პირველად გვყავს მსოფლიო ჩემპიონი ქალი ძიუდოში. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, იმ განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევების, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და ქართულ სპორტს ამ წლის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
24 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ქართველ წმინდანის ხსენებას დღესასწაულობს
24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენნაირი ქვეყნისთვის სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, ჰიმნი და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი
კობა კობალაძე საპატრიარქოში დაესწრო სამეცნიერო კონფერენციას: ''ოკუპირებული აფხაზეთი- კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა'
სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს
ირაკლი კობახიძე - ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული და უპირობო, ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ
,,წელს 340 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის''- პრემიერი
,,ფრაზა „ისტორიაში პირველად" წელს 42-ჯერ გაჟღერდა'- ირაკლი კობახიძე
2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა
„მაგთიკომი“ და შპს „დელტა კომმი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას
უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს -ირაკლი კობახიძე
23 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
რა საფრთხეს უქმნის უძილობა ჩვენს ჯანმრთელობას და როგორ დავძლიოთ იგი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს