,,წელს 340 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის''- პრემიერი

 

ჩვენი ეკონომიკა იზრდება ყოველწლიურად, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება ქვეყნის ბიუჯეტიც და ეს გვაძლევს მუდმივად სპორტზე მეტი ზრუნვის შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წელს 340 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისა და სპორტსმენების სოციალური დაცვისთვის. 

 

„განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია პარასპორტი, სადაც ჩვენი ათლეტები ყოველწლიურად ამტკიცებენ, რომ შეზღუდვები არ არსებობს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათი გამოსვლა ევროპის თამაშებზე, ეს იყო სადებიუტო გამოსვლა, სადაც ჩვენმა გუნდმა ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას ჩვენს ქვეყანაში. წელს ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლეთ უმაღლესი რანგის ტურნირებს, მათ შორის ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, „ბაკურიანი 2025"-ს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებს ფარიკაობაში, „ემ ემ ეი-ში" და სპორტულ ცეკვებში. 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელთა შორის, ასევე - ევროპის ჩემპიონატებს ძიუდოში, ძალოსნობაში, სამბოსა და ჭადრაკში. მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სპორტის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში. 

 

ჩვენი ეკონომიკა იზრდება ყოველწლიურად, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება ქვეყნის ბიუჯეტიც და ეს გვაძლევს მუდმივად სპორტზე მეტი ზრუნვის შესაძლებლობას. წელს 340 მილიონ ლარზე მეტი მივმართეთ როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისკენ, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისკენ და სპორტსმენების სოციალური დაცვისკენ. ეს არის რა თქმა უნდა, ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალში და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო და უფრო მეტი პროექტი განხორციელდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ქართული სპორტი მომავალში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
24 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ქართველ წმინდანის ხსენებას დღესასწაულობს
24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენნაირი ქვეყნისთვის სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, ჰიმნი და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი
კობა კობალაძე საპატრიარქოში დაესწრო სამეცნიერო კონფერენციას: ''ოკუპირებული აფხაზეთი- კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა'
სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს
ირაკლი კობახიძე - ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული და უპირობო, ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ
,,წელს 340 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის''- პრემიერი
,,ფრაზა „ისტორიაში პირველად" წელს 42-ჯერ გაჟღერდა'- ირაკლი კობახიძე
2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა
„მაგთიკომი“ და შპს „დელტა კომმი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას
უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს -ირაკლი კობახიძე
23 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
რა საფრთხეს უქმნის უძილობა ჩვენს ჯანმრთელობას და როგორ დავძლიოთ იგი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს