მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს
ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, წლიდან წლამდე უმჯობესდება ქვეყნის სპორტული შედეგები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენმა სპორტსმენებმა გვასახელეს 2025 წელს თავდაუზოგავი შრომით, მათი ძალისხმევით კიდევ ერთხელ აჟღერდა ჩვენი ჰიმნი და ასახელეს მთელი ერი, მადლობა მათ. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ოჯახის წევრებს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც დაეხმარა მათ ამ წარმატებაში. წლიდან წლამდე უმჯობესდება ჩვენი სპორტული შედეგები და მართლაც ენით აღუწერელია ის სტატისტიკა, რომელსაც ბოლო წლებში მიაღწია ქვეყანამ.
ეს ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, მაგრამ რომ არა ჩვენი სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი, მიზანმიმართული ქმედება სპორტის დახმარების, ეს შედეგები ვერ იქნებოდა. ამითაც განებივრებული ვართ, რომ გვყავს პრემიერი, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარია სპორტის, ესეც ფუფუნებაა. ქალაქის მერი გვყავს სპორტსმენი. ამ რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დავინახეთ, რამხელა სიხარული მოტანა შეუძლია სპორტს მოსახლეობისთვის", - აღნიშნა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა რეგიონებში ხელმისაწვდომი იყოს.
„დაგეგმილია, რომ ყველა რეგიონში გაკეთდება მრავალფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ყველას ექნება შესაძლებლობა, დაკავდეს სპორტით.
ჩვენ ამბიციური ერი ვართ, პატარა, მაგრამ ნიჭიერი. არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს. ეს ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და სპორტის გარეშე ეს შეუძლებელია. განათლების რეფორმა დაორგანიზდა და აქაც განსაკუთრებული როლი ექნება სასკოლო ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენი სტუდენტები და მოსწავლეები დაკავებულები იქნებიან სპორტით.
გვინდა, რომ ყველას ჰქონდეს შესაბამისი გარემო, დაკავდეს სპორტით. გვინდა, სამოყვარულო სპორტი იყოს მაღალ დონეზე. ამას უნდა მივცეთ სისტემატიზაცია, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სპორტსმენების აღზრდა და წარმატების მიღწევა. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი და აუცილებლად მივაღწევთ. ვიცი, სპორტი რა არის და რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია. სპორტი უნდა იყოს ყველა სფეროში", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
24 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ქართველ წმინდანის ხსენებას დღესასწაულობს
24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენნაირი ქვეყნისთვის სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, ჰიმნი და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი
კობა კობალაძე საპატრიარქოში დაესწრო სამეცნიერო კონფერენციას: ''ოკუპირებული აფხაზეთი- კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა'
სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს
ირაკლი კობახიძე - ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული და უპირობო, ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ
,,წელს 340 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის''- პრემიერი
,,ფრაზა „ისტორიაში პირველად" წელს 42-ჯერ გაჟღერდა'- ირაკლი კობახიძე
2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა
„მაგთიკომი“ და შპს „დელტა კომმი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას
უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს -ირაკლი კობახიძე
23 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
რა საფრთხეს უქმნის უძილობა ჩვენს ჯანმრთელობას და როგორ დავძლიოთ იგი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს