,,ცესკომ მიიღო დადგენილება, რომელიც უკრაინას ომის დროს შესაძლო არჩევნების ჩატარებასთან აახლოებს''- უკრაინული მედია
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც აღადგინა ავტომატიზებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის - „ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის" ფუნქციონირება ამომრჩევლებთან ურთიერთქმედების ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით, რეესტრის მონაცემთა ბაზის მთლიანობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილებით რეესტრის წარმოება დროებით შეაჩერა.
ფრაქცია „ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ დღეს, სრულმასშტაბური შემოჭრის დაწყების შემდეგ პირველად, ცესკოს დადგენილებით „ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის" მუშაობა აღდგა.
„ამომრჩეველთა რეესტრის განახლება ნებისმიერი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი საბაზისო პირობაა. ომმა ძლიერი გავლენა მოახდინა დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე და ეს რეესტრში უნდა აისახოს. ამ მიმართულებით სამუშაო ძალიან ბევრია", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მსგავსი სიახლეები
,,ცესკომ მიიღო დადგენილება, რომელიც უკრაინას ომის დროს შესაძლო არჩევნების ჩატარებასთან აახლოებს''- უკრაინული მედია
Euractiv: ევროკავშირმა რუსეთისგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, ვოლგოგრადის რეგიონიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით მარცვლეული გაიგზავნა
ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე მორიგი მასალები გამოაქვეყნდა, რომელიც 11 000-ზე მეტი ფოტოსა და საგამოძიებო დოკუმენტისგან შედგება
გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის-დანია მისი გარანტორია-ემანუელ მაკრონი
ტრამპის ადმინისტრაცია 30 კარიერულ დიპლომატს ელჩისა და საელჩოს სხვა მაღალი რანგის პოსტებიდან უკან იწვევს
,,ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,მადლობას გიხდით სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის''- ნიკოლ ფაშინიანი
"რუსეთი მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს''- სერგეი რიაბკოვი
ვმუშაობთ რადიკალი მემარცხენეების ძალადობის ტალღის დასასრულებლად, ქრისტიანობა ამერიკის აღმსარებლობაა და სწორედ ამ მრწამსით იყო მოტივირებული ჩვენი კანონებისა და უფლებების გაგება -ჯეი დი ვენსი
,,შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს განიხილავს''- დავით არახამია
კორუფციული სკანდალი უკრაინის პრეზიდენტისთვის შესაძლოა კატასტროფად იქცეს
ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა-სტივ უიტკოფი
ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტოუ: ევროკავშირის ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი კაია კალასია
,, ჩვენ რუსეთზე ძლიერები ვართ''- მარკ რუტე
შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას განიხილავს
ელისეის სასახლე მიესალმება იმ ფაქტს, რომ პუტინი მზადაა მაკრონთან დასალაპარაკებლად
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა
ნაპოლეონმა და ჰიტლერმა ვერ დაამარცხეს რუსეთი, მაგრამ კაია კალასს გამოუვა? - ვიქტორ ორბანი
,,კიევისა და ევროპის მიერ სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები მშვიდობის მიღწევას არ უწყობს ხელს''- იური უშაკოვი