,,ჩვენ ვხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, ზიზღი - იქცა მთავარ იარაღად და ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის დროშის ფრიალის ქვეშ''- შალვა პაპუაშვილი


შალვა პაპუაშვილი TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება - ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეადღეს, 

რასაც ვაკვირდებით, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს საზოგადოებაზე გავლენის მოპოვებას გარედან ცდილობენ, არის საზოგადოების დაყოფა, ქიშპის შეტანა, ერთმანეთზე გადაკიდება და ა.შ. და მთავარი იარაღი ამაში არის სიძულვილის ენა, რომლითაც მთლიანად გაჯერებულია რადიკალური ოპოზიციის ფრთა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, "პოს ტვ"-ის ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილმა "თიბისი ბანკის" რადიკალური ოპოზიციის აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის განმასახიერებელი ადამიანების გაიგივება.

მისივე განცხადებით, ბიზნესი, თავისი არსით, ვერ იქნება სიძულვილის მხარეს, შესაბამისად, მსგავს ექსცესებს, საბოლოო ჯამში, შედეგი არ მოაქვს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, ზიზღი - იქცა მთავარ იარაღად და ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის დროშის ფრიალის ქვეშ. შესაბამისად, აიგივებენ ზიზღს, ძალადობას, სიძულვილს, ევროკავშირთან, რაც სავალალოა უპირველეს ყოვლისა, თავად ევროკავშირის რეპუტაციისთვის. რა თქმა უნდა, ნაკლებად სასურველია და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მიაქციოს ყურადღება, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი ადამიანების, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება. ამიტომ, ასეთი მოვლენები, ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, მცდელობა იყო "ბი ემ ჯის" მხრიდან და ა.შ., როდესაც შეეცადნენ, ქართული ბიზნესი ჩაეთრიათ რადიკალიზმში და გახსოვთ მაშინ, "Free Business"-ის სათაურის ქვეშ, ქართული ბიზნესი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი ჩავარდა, რადგან ბიზნესი თავისი არსით არ შეიძლება იყოს სიძულვილის მხარეს, იყოს იმ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გარედან თავს მოხვეული სახით აქვს. ასეთ ექსცესებს, ვხედავთ, რომ არანაირი შედეგი არ მოაქვს, ვინაიდან, ბიზნესი - მით უმეტეს, როდესაც მსხვილ ბიზნესზე ვსაუბრობთ, მისი ინტერესია, ყველას თანასწორად მოემსახუროს და არ გააიგივოს საკუთარი თავი იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოფენ საზოგადოებას სხვადასხვა იარლიყების მიწებებით." - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ჩვენ ვხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, ზიზღი - იქცა მთავარ იარაღად და ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის დროშის ფრიალის ქვეშ''- შალვა პაპუაშვილი
,ლილუაშვილის დაკავება, რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით''- თენგიზ შარმანაშვილი
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში როდესაც დაბრუნდა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, მის მიერ პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები კორუფციის საკითხებს ეხებოდა-შალვა პაპუაშვილი
დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება -ბექა ოდიშარია
თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო შეჩერებულია -შალვა პაპუაშვილი
კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, პროკურატურა, სუს-ი თავის საქმეს აკეთებენ -ლევან მახაშვილი
ლევან იოსელიანი ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შეხვდა
მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს -კახა კალაძე
ჯეფრი ეპშტეინის გარშემო აჟიოტაჟს დემოკრატები იყენებენ, რათა რესპუბლიკური პარტიის უზარმაზარი წარმატებისგან ყურადღება გადაიტანონ -დონალდ ტრამპი
თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა - თბილისი არის ყველას ქალაქი -კახა კალაძე
,,აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა''- პრემიერი
,, დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება''- პრემიერი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელში ''- პრემიერი
,,დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია, ერთი და იგივე პარტია მუდმივად იღებდეს 70-80-90 პროცენტს, თუნდაც 60 პროცენტს''- პრემიერი
,,ეს კანონები მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე''- პრემიერი
,, ევროინტეგრაციით შანტაჟის ინსტრუმენტი უკვე გაცვეთილია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ
,, ევროპულ ბიუროკრატიას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში''- პრემიერი
,,საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება''- ირაკლი კობახიძე
,,რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან''- ირაკლი კობახიძე