არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, რომ არცერთი გადაცდომა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე-კახა კალაძე
მე არ მყავს ჩემი კადრები და როცა ვინმეს რაიმე თანამდებობაზე ვნიშნავ, მათი საქმიანობის და პროფესიონალიზმის შეფასების მიხედვით ვმოქმედებ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძისთვის ბრალის წარდგენის ფაქტზე კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მისი მხრიდან მუდმივად ხდება თანამშრომლების გაფრთხილება, რომ მათი მხრიდან ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ექნება შესაბამისი რეაგირება.
„ზოგადად, ბევრი კითხვა დაგროვდა და ბევრი საკითხი ამოტივტივდა. დაველოდოთ, გამოძიება როგორ წარიმართება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა. კი, სააგენტო ჩვენს დაქვემდებარებაშია, კახა გვანცელაძე ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშნული იყო და ასე ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული. მე გახლავართ დედაქალაქის მერი, 30 000-მდე თანამშრომელი გვყავს უწყებაში. როგორ ფიქრობთ, ყველას გადაცდომაზე მე ვარ პასუხისმგებელი? მე რომ საქმის კურსში ვყოფილიყავი, ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვებოდა. გარდა ამისა, მე არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, მათ შორის მთავრობის სხდომებზე მაქვს გაკეთებული განცხადებები, რომ არცერთი გადაცდომა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე. რას ნიშნავს კახა გვანცელაძე ჩემი კადრი იყო? მე არ მყავს ჩემი კადრები და როცა ვინმეს რაიმე თანამდებობაზე ვნიშნავ, მათი საქმიანობის და პროფესიონალიზმის შეფასების მიხედვით ვმოქმედებ. სხვათა შორის, 2017 წელს დედაქალაქის მერიაში რომ მოვედი, კახა გვანცელაძე უკვე მუშაობდა ჩვენს უწყებაში", - აღნიშნა კახა კალაძემ.
კითხვაზე, თბილისის მერიის აუდიტის სამსახურს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ბაღების სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერებზე და შესაძლო დარღვევებზე, დედაქალაქის მერის თქმით, არც მერს, არც მერის მოადგილეს არ აქვს უფლებამოსილება, რომ თავის უწყებაში საგამოძიებო სამუშაოები აწარმოოს.
„ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. რა თქმა უნდა, გვყავს აუდიტის სამსახური. მათ რომ დანაშაული გამოევლინათ, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მიეცემოდა. ჩვენ ვიცით, რომ ტენდერები სწორად ტარდებოდა და არც კითხვის ნიშნები ყოფილა. ამის უკან რაიმე თუ იმალება, ამას უკვე შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაადგენს. იქამდე კი, ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, წინასწარ განცხადებას ნუ გავაკეთებთ და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხსაც ის აგებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ დააკავა. ლილუაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა. ამასთან, ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით, პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძეს, რომელიც მეწარმე სუბიექტებისგან ე.წ. ატკატებს იღებდა.
მსგავსი სიახლეები
,,ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რაღაცაში შეიყვანეს ჩვენი საზოგადოება შეცდომაში''- ლევან მაჭავარიანი
არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, რომ არცერთი გადაცდომა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე-კახა კალაძე
გამოვთქვამთ მზადყოფნას, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განვიხილოთ ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე -"რითეილ ასოციაცია"
"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგა ფარულავა მამუკა მდინარაძეს სადეპუტატო შეკითხვით მიმართავს
მთავარია, გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის სჯობს, ყველა მოქმედებს ისე, როგორც თავიანთ ქვეყანას სჭირდება -კახა კალაძე
რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს -კახა კალაძე
საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია -ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ ვხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, ზიზღი - იქცა მთავარ იარაღად და ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის დროშის ფრიალის ქვეშ''- შალვა პაპუაშვილი
,ლილუაშვილის დაკავება, რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით''- თენგიზ შარმანაშვილი
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში როდესაც დაბრუნდა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, მის მიერ პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები კორუფციის საკითხებს ეხებოდა-შალვა პაპუაშვილი
დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება -ბექა ოდიშარია
თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო შეჩერებულია -შალვა პაპუაშვილი
კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, პროკურატურა, სუს-ი თავის საქმეს აკეთებენ -ლევან მახაშვილი
ლევან იოსელიანი ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შეხვდა
მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს -კახა კალაძე
ჯეფრი ეპშტეინის გარშემო აჟიოტაჟს დემოკრატები იყენებენ, რათა რესპუბლიკური პარტიის უზარმაზარი წარმატებისგან ყურადღება გადაიტანონ -დონალდ ტრამპი
თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა - თბილისი არის ყველას ქალაქი -კახა კალაძე
,,აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა''- პრემიერი
,, დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება''- პრემიერი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელში ''- პრემიერი