"სამხრეთკავკასიური დერეფნები: უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა გამწვავდება"-უცხოური პრესა
„რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო დასრულებასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და მათ ახლო მდებარე რეგიონებში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ“, - ნათქვამია ლიბანის არაბულენოვან გაზეთ „ან ნაჰარში“ (An Nahar) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "სამხრეთკავკასიური დერეფნები: უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა გამწვავდება" (ავტორი - იუსეფ ბადრი). „დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ომით არიან დაკავებულები, მაგრამ ისინი მაინც ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსეთისა და ჩინეთის ტრადიციულოი გავლენების ზონაში და დასკვნებს აკეთებენ. სიტუაცია გამწვავების სტადიაშია“, - წერს გაზეთი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„მოსალოდნელი ცვლილებები განპირობებულია რიგი ქვეყნების ურთიერთობების ტრანსფორმაციით, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ჩამოყალიბდნენ, განსაკუთრებით ეს ეხება თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს.
ანკარა-ბაქოს ღერძი და "რუსული ქოლგიდან" გასვლის მცდელობა
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, უკრაინას დახმარებას უწევს, ჩვენ მოსკოვისა და ანკარის მნიშვნელოვანი დაახლოების მოწმენიც ვხდებით. ორი ქვეყნის ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა დონეზე მტკიცდება. რუსეთი, რომელსაც ყურადღება უკრაინასთან ომზე აქვს გადატანილი, თვალს ხუჭავს თურქეთის პოზიციების გაძლიერებაზე კრემლის გავლენის ზონაში, სამხრეთ კავკასიაში. შესაბამისად, შეიქმნა ანკარა-ბაქოს ღერძი, რომელმაც სომხეთი დაამარცხა და რუსეთის გავლენა შეასუსტა, სამაგიეროდ კი გაძლიერდა თურქეთი, როგორც პოლიტიკური ამინდის შემქმნელი და მასშტაბური ნაციონალისტური პროექტის - ერთიანი პანთურქისტული სახელმწიფოს იდეის რეალიზატორი, ევროპიდან ჩინეთამდე საზღვრებით.
თურქულენოვანი სახელმწიფოების ამასწინანდელ სამიტზე წარმოდგენილი იყო „ერთიანი თურქული ანბანის“ პროექტი, რომელიც, კირილიცის ნაცვლად, ლათინურ ალფაბეტზე იქნება დაფუძნებული და მიმართულია თურქულენოვანი ხალხების კულტურული კავშირების განმტკიცებისაკენ.
სამხრეთი კავკასია და ცენტრალური აზია ძველებური აღარ იქნება. დასავლეთი ყურადღებით უყურებს, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია რუსეთისა და ჩინეთის ტრადიციული გავლენის ზონებში. რეგიონის ქვეყნებმა დაიწყეს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ პოლიტიკის გატარება და ნაკლებად იცავენ „ერთიანი რუსული ქოლგის“ წესებს, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“) წესდებით არის განპირობებული და სადაც ფორმალურად რუსეთი დომინირებს. ამ მხრივ აღსანიშნავია სომხეთის საგარეო პოლიტიკური ზიგზაგები, რომელიც, ერთი მხრივ ცდილობს დასავლეთისაკენ გადახრას, მაგრამ მეორე მხრივ, კვლავ რუსეთზე მიბმული რჩება ეკონომიკურად.
მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნება სურს, მაგრამ კრემლი იძულებულია ახალი რეალიები გაითვალისწინოს. უკრაინასთან ომის გაჭიანურების გამო რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ძალთა განლაგება იცვლება. განსაკუთრებით ეს ეხება ირანის როლს, რომელიც ტრადიციულად ცდილობდა დაბალანსებული ურთიერთობა ჰქონოდა კონკურენტებთან - თურქეთთან, ისრაელთან და არაბულ ქვეყნებთან.
პარტნიორთა თუ მოწინააღმდეგეთა დერეფნები?
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-4 დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ კალუგინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა განიხილოს „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP), რომელიც სომხეთის სამხრეთ ნაწილზე გაივლის და ერთმანეთთან აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს. მისი ფრთხილი ტონი ასახავს იმას, რომ მოსკოვი აღიარებს აშშ-ის და თურქეთის მოქმედებას რუსული გავლენის ზონაში.
ძველი დერეფნების შენარჩუნებისა და ახლების შექმნისათვის ბრძოლა, როგორც ჩანს, მოვლენების განვითარების საკვანძო სახე იქნება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ „ტრამპის მარშრუტის“ პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რაც სხვადასხვა ვარიაციების შესაძლებლობას ქმნის.
საქართველომ უკვე დაიწყო შეშფოთების გამოხატვა თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქმედების გამო, რომელიც მის როლს ემუქრება - როგორც შავი ზღვის ნაპირზე მდებარე ქვეყნის [სატრანზიტო] ფუნქციებს. ამის შედეგად თბილისი ფოკუსირდება არა იმდენად ნატოსთან, არამედ რუსეთთან, ირანთან და ინდოეთთან კავშირებზე.
ირანი, თავის მხრივ, ააქტიურებს თანამშრომლობას ყაზახეთთან და თურქმენეთთან „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ჩარჩოებში. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენას გააძლიერებს, ანკარა ვერ შეაღწევს ცენტრალურ აზიაში ხმელეთიდან, ირანის გვერდის ავლით.
მსგავსი სიახლეები
"ტრამპი, ევროპა და ჩინეთ-საბჭოთა კავშირის უთანხმოება 1960-იან წლებში - "ცივი ომი" გვასწავლის, რომ ამერიკა ვერ გაიმარჯვებს, თუ დიქტატორებს ლაქუცს დაუწყებს"-The Daily Telegraph
"სამხრეთკავკასიური დერეფნები: უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა გამწვავდება"-უცხოური პრესა
"ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი: ვერსალში ხელის ჩამორთმევიდან "ვულგარულ შეურაცხყოფამდე"- რვაწლიანი რთული დიალოგი"-Le Figaro
"მაკრონი მართალია: ევროპა პუტინს უნდა დაელაპარაკოს და რუსეთთან სრულფასოვანი დიალოგი განაახლოს" - The Spectator
როლების შეცვლა: როგორ ჩააგდო პარიზმა ენერგიული ბერლინი უხერხულ სიტუაციაში-Financial Times
"რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ჩაიშალა. ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 90-მილიარდიან კრედიტს ბლოკის ბიუჯეტიდან გამოუყოფენ"-Financial Times
"ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან"
"თურქეთის ინიციატივა: შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება?"-TRT
"ომის კავშირებითი კილო: "ეს რომ თავიდანვე გვცოდნოდა"-Українська правда
ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია -Politico
"მრავალეროვნული სამხედრო ძალები - უკრაინის დასაცავად" -BBC
"ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს"-უცხოური პრესა
აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -Axios
"ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის"-Daily Express
"დონალდ ტრამპი: "ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს - იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს"-The Daily Telegraph
"აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს"-Cumhuriyet
"კიევი - განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?"-Neue Zürcher Zeitung
"უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!"-Cumhuriyet
"დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის"-The Economist
"რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება"-The Daily Telegraph