,,დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში''- რევაზ კარანაძე

 

ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს, - წერს პოლიტოლოგი რევაზ კარანაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ საქართველოში „კომპანიები წეწავდნენ ხალხს და თურმე 10%-ით და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ კომპანიები ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა შედარებით უფრო მაღალ მსყიდველუნარიანია".

„ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს. იმედია, რომ ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე და არ დარჩება მხოლოდ დაპირებად! ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ ჩემი თანამოაზრეები და მე ამ საკითხის მოგვარებას. რასაც ვამბობდით დიდი ხანი, ისიც დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და თურმე 10%-ით და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ კომპანიები ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა შედარებით უფრო მაღალ მსყიდველუნარიანია. ასევე, ახალ მაღაზიებს ხსნიან მშრომელების ექსპლუატირების ხარჯზე. ერთ კონსულტანტს ამუშავებენ 4-ის ნაცვლად და მიზერულ ხელფასზე და თან დაცვაც ეგაა და დამლაგებელიც. ამ უნამუსობას თუ მიეხედება და ბიზნესის ლობის ზეწოლას გაუძლებს მთავრობა, მართლა ძალიან მაგარი იქნება. ველოდებით ახლა ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს. ამ საკითხებზე დღეს საღამოს იქნება ჩემი ვიდეოც, რომელიც კვირა დღეს ჩავწერეთ ჩემმა ძმაკაცმა და მე და აქედან გამომდინარე, არ ითვალისწინებს მთავრობის ინიციატივას", - წერს კარანაძე.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში''- რევაზ კარანაძე
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო კათოლიკე მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
24 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ქართველ წმინდანის ხსენებას დღესასწაულობს
24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენნაირი ქვეყნისთვის სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, ჰიმნი და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი
კობა კობალაძე საპატრიარქოში დაესწრო სამეცნიერო კონფერენციას: ''ოკუპირებული აფხაზეთი- კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა'
სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს
ირაკლი კობახიძე - ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული და უპირობო, ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ
,,წელს 340 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის''- პრემიერი
,,ფრაზა „ისტორიაში პირველად" წელს 42-ჯერ გაჟღერდა'- ირაკლი კობახიძე
2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა
„მაგთიკომი“ და შპს „დელტა კომმი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას
უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს -ირაკლი კობახიძე
23 დეკემბერის ამინდის პროგნოზი