სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იწყებს სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას.
მაღრაძის თქმით, ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას", - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მიაღწიონ. პრემიერის თქმით, თხოვნით მიმართავს პარლამენტს, რათა საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია. ამასთან, ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.
მსგავსი სიახლეები
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, 153 შეკვრა "მეთადონი"ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გრიგოლ ლილუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს
გიორგი კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა-მას პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა
სიღნაღში დააკავეს პირი, რომელმაც ბებია მძევლად აიყვანა
ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილ უფროსს, კახა გვანცელაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა
,,ამ ეტაპზე არ ვიცნობთ საქმეს, არ ვიცით, რაში გვედება ბრალი''- გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
კაცი მოკლა, მისი ცოლი კი დაჭრა - შსს ზუგდიდში მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას, ალი იერლიქაიას შეხვდა
ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, საბოტაჟის საქმეზე, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ადვოკატი "ცენტრალ თაუერის" საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო