საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

 

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა. ოფიციალური ღონისძიება სოფელ ქვიშხეთში, გვირაბების შესასვლელ აღმოსავლეთ პორტალთან გაიმართა.

საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მთავრობის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და სხვა მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლეს.

ღონისძიება რეგიონში ყველაზე მასშტაბური - 8 300 მეტრი სიგრძის ორმილიანი გვირაბის შესასვლელთან გაიმართა, რომელიც მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენდა.

საქართველოს რკინიგზამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შექმნა. კერძოდ, აშენდა გვირაბები, ხიდები, სადგურები, ქვესადგურები - ჯამში ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ხელოვნური შენობა/ნაგებობა. დამონტაჟდა უსაფრთხოების თანამედროვე, სიგნალიზაციის/ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ახალი სისტემები. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი ლარია.

მოდერნიზაციის პროექტის დასრულებით საქართველოს რკინიგზა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. პროექტის ამოქმედების შედეგად: სატვირთო მატარებლების პირობითი სიგრძე 47 ვაგონიდან 57 ვაგონამდე, წონა კი 2 800 ტონიდან 3 600 ტონამდე იზრდება.

უქმდება სამთო რეჟიმი, რაც სატვირთო მატარებლების მსვლელობის დროს დამატებით 4 საათამდე ამცირებს. რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე იზრდება. მცირდება საექსპლუატაციო ხარჯები. უღელტეხილის მონაკვეთზე მატარებლების მსვლელობის დრო იმატებს. სტაბილიზაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, ბათუმამდე მგზავრობის დრო 40 წუთით მცირდება. უღელტეხილის მონაკვეთზე უსაფრთხოება იზრდება.

„მოდერნიზებული რკინიგზა ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის, სადაც განახლებით, სანდოობით და უწყვეტი განვითარებით საქართველო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საკუთარ პოზიციას - როგორც სატრანსპორტო ქსელის უმნიშვნელოვანესი რგოლი", - განაცხადა პროექტის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და რკინიგზის გენერალური დირექტორი გამოვიდნენ. დასასრულს სტუმრებმა მოდერნიზაციის პროექტის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი იხილეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია''- მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა
,,რკინიგზის მოდერნიზაცია აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო პოტენციალს ''- ირაკლი კობახიძე
,,დღეს ქართული რკინიგზა ახალ ეტაპზე გადადის , რომელიც XXI საუკუნის გამოწვევებს პასუხობს'' პრემიერი
თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება''- პრემიერი
,,ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რაღაცაში შეიყვანეს ჩვენი საზოგადოება შეცდომაში''- ლევან მაჭავარიანი
არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, რომ არცერთი გადაცდომა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე-კახა კალაძე
გამოვთქვამთ მზადყოფნას, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განვიხილოთ ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე -"რითეილ ასოციაცია"
"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგა ფარულავა მამუკა მდინარაძეს სადეპუტატო შეკითხვით მიმართავს
მთავარია, გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის სჯობს, ყველა მოქმედებს ისე, როგორც თავიანთ ქვეყანას სჭირდება -კახა კალაძე
რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს -კახა კალაძე
საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია -ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ ვხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, ზიზღი - იქცა მთავარ იარაღად და ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის დროშის ფრიალის ქვეშ''- შალვა პაპუაშვილი
,ლილუაშვილის დაკავება, რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით''- თენგიზ შარმანაშვილი
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში როდესაც დაბრუნდა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, მის მიერ პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები კორუფციის საკითხებს ეხებოდა-შალვა პაპუაშვილი
დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება -ბექა ოდიშარია
თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო შეჩერებულია -შალვა პაპუაშვილი
კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, პროკურატურა, სუს-ი თავის საქმეს აკეთებენ -ლევან მახაშვილი
ლევან იოსელიანი ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შეხვდა
მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს -კახა კალაძე