Bloomberg: რუსულმა რუბლმა მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული ზრდა აჩვენა

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსულმა რუბლმა წელს დოლართან მიმართებით ყველა ძირითად ვალუტას გადაასწრო, რაც თავად მონეტარული პოლიტიკის შემმუშავებლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

წლის დასაწყისიდან რუბლი 45%-ით გამყარდა და ვაჭრობა დაახლოებით 78 რუბლის ნიშნულზე მიმდინარეობს ერთ დოლართან მიმართებით, რაც ძალიან მიახლოებულია იმ დონეებთან, რომლებიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე - თითქმის ოთხი წლის წინ ფიქსირდებოდა. ბოლო 12 თვის განმავლობაში ეს გამყარება, მონაცემების მიხედვით, ყველაზე ძლიერი იყო სულ მცირე 1994 წლიდან.

მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად იქცა რუსეთში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება საერთაშორისო სანქციების ფონზე, ხოლო, განსაკუთრებულად მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ რუბლში დენომინირებული აქტივები უფრო მიმზიდველი გახადა ადგილობრივებისთვის. ცენტრალური ბანკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი გასული წლის ოქტომბრიდან ივნისამდე რეკორდულად მაღალ დონეზე შენარჩუნდა, რის შემდეგაც პოლიტიკის შემმუშავებლებმა იგი ჯამურად 5 პროცენტული პუნქტით შეამცირეს და 16%-მდე დაიყვანეს.

ვალუტის გამყარებას ხელი შეუწყო ასევე რუსეთის ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვებმა, რაც ასახავს ფინანსთა სამინისტროს ოპერაციებს - ის ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან იუანსა და ოქროს ყიდის დაკარგული ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შესავსებად.

 

 





მსგავსი სიახლეები
Bloomberg: რუსულმა რუბლმა მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული ზრდა აჩვენა
,,უძველესი დროიდან უკრაინელები თვლიდნენ, რომ შობის ღამეს ცა იხსნება. და თუ მათ თქვენს ოცნებას უყვებით, ის აუცილებლად ახდება''- ზელენსკი
,, აშშ-ის გადაწყვეტილება მიუღებელია და ჩვენ სუვერენიტეტს ხელყოფს''- კაია კალასი
უკრაინელთა 39%-ის აზრით, ზელენსკი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილი კორუფციული სქემის ნაწილია
,,არაა გამორიცხული, 2025 წელი ევროპისთვის მშვიდობის ბოლო წელი იყოს''- ვიქტორ ორბანი
Wall Street Journal - აშშ-მა ალექსანდრ ლუკაშენკოს პოლიტპატიმრების გამოშვების სანაცვლოდ სანქციების მოხსნა და წონის დასაკლები წამლები შესთავაზა
ევროკომისია გმობს აშშ-ს მიერ ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელის დასანქცირებას - „მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“
,,ცესკომ მიიღო დადგენილება, რომელიც უკრაინას ომის დროს შესაძლო არჩევნების ჩატარებასთან აახლოებს''- უკრაინული მედია
Euractiv: ევროკავშირმა რუსეთისგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, ვოლგოგრადის რეგიონიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით მარცვლეული გაიგზავნა
ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე მორიგი მასალები გამოაქვეყნდა, რომელიც 11 000-ზე მეტი ფოტოსა და საგამოძიებო დოკუმენტისგან შედგება
გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის-დანია მისი გარანტორია-ემანუელ მაკრონი
ტრამპის ადმინისტრაცია 30 კარიერულ დიპლომატს ელჩისა და საელჩოს სხვა მაღალი რანგის პოსტებიდან უკან იწვევს
,,ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,მადლობას გიხდით სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის''- ნიკოლ ფაშინიანი
"რუსეთი მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს''- სერგეი რიაბკოვი
ვმუშაობთ რადიკალი მემარცხენეების ძალადობის ტალღის დასასრულებლად, ქრისტიანობა ამერიკის აღმსარებლობაა და სწორედ ამ მრწამსით იყო მოტივირებული ჩვენი კანონებისა და უფლებების გაგება -ჯეი დი ვენსი
,,შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს განიხილავს''- დავით არახამია
კორუფციული სკანდალი უკრაინის პრეზიდენტისთვის შესაძლოა კატასტროფად იქცეს
ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა-სტივ უიტკოფი ​