25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დაძაბული დღეა. საყვარელ ადამიანებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა იმედგაცრუებას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს. დღის ბოლო სავსეა პესიმიზმით და დეპრესიითაც კი. ძალიან ფრთხილად უნდა იყაოთ - ტრავმის ალბათობა იზრდება. სამუშაოს მოცულობის ზრდის მიუხედავად, თქვენი ფინანსური მდგომარეობა იგივე დარჩება.
კურო
შეიძლება ,მოულოდნელმა სიახლემ ოჯახში წევრებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისათვის. შესაძლებელია, რომ ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია, ამიტომ შეეცადეთ, ეს დანაკლისი აანაზღაუროთ. ხელსაყრელი დროა სუფთა ჰაერზე სეირნობისა და ვარჯიშისთვის.
ტყუპები
ნებისმიერი საქმისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ მოინდომებთ, შეიძლება თქვენი ნებისმიერი ჩანაფიქრი განხორციელდეს. თავი შეიკავეთ კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობისა და სტუმრების მიღებისგან, რადგან ახლა საუკეთესო ფორმაში არ ხართ. ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით, თქვენთან დაახლოების საშუალება არ მისცეთ.
კირჩხიბი
სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეების გადალახვა მოგიწევთ, თუმცა დამნაშავე თავად იქნებით. შესაძლოა, ოჯახს საკმარის ყურადღებას არ აქცევთ. ეცადეთ, ეს ვითარება გამოასწოროთ. შესანიშნავი დროა სპორტისა და უცხო ენების შესასწავლისთვის. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისათვის. ახლა, როგორც არასდროს, გამჭრიახობა და მოთმინება დაგჭირდებათ.
ლომი
რთული დღეა, რომელიც აგრესიულ მტერთან დაპირისპირებას უკავშირდება. გამბედაობამ და სარისკო მოქმედებამ შეიძლება, თქვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. მოერიდეთ სიბნელეში მარტო სიარულს.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა განვლილი ცხოვრების შეფასებისა და მედიტაციისთვის. სავარაუდოდ, მოულოდნელი ამბავი ოჯახში ურთიერთობას გაართულებს. მზად იყავით პრობლემებისათვის და ეცადეთ, სურვილი რეალობას შეუფარდოთ. ნუ მოკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რომლის გაეთებაც არ შეგიძლიათ, რადგან ეს მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. ზოგადად, გადაღლა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იყოს.
სასწორი
წარსული შეცდომების გამოსწორების დღეა. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ. დაფიქრდით, იქნებ ოჯახს ან ახლობელ ადამიანს თქვენი ყურადღება აკლია. თუ ასეა, ეცადეთ, ეს დეფიციტი შეუვსოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად იყავით სერიოზული კონფლიქტისთვის.
მორიელი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ბიზნესში წარმატება წინა კვირის შედეგებზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, მიაღწიეთ, რომ პარტნიორებთან ძლიერი კავშირი დაგემყარებინათ. საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად ეცადეთ, ემოციები ბოლომდე გამოხატოთ. კრიტიკულ სიტუაციებში შესანიშნავად ახერხებთ კონცენტრირებას და აქტიურად მოქმედებას.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმისთვის. თუ გონივრულად და წინდახედულად იმოქმედებთ, შეიძლება ყველა ჩანაფიქრი განახორციელოთ. ამ დღეს თავისუფლად შეგიძლიათ ისეთ საქმესაც კი შეეჭიდოთ, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. მეგობრულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა მოგეჩვენოთ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა. გამორიცხული არ არის მოულოდნელი მოგება ან ძვირფასი ნივთის პოვნა. დროა, წარსული შეაფასოთ და მომავალი დაგეგმოთ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები რეალობას და შესაძლებლობას შეუთანხმოთ. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ და თქვენთვის უცნობ საქმეს არ უნდა შეეჭიდოთ. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას - ეს შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.
მერწყული
ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ და საკუთარ მოქმედებებში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ. გირჩევთ, ამ დღეს მხოლოდ ყველაზე გადაუდებელი საქმეები აკეთოთ. თავიდან მოიცილეთ ბნელი აზრები, უარი თქვით ხმაურიან წვეულებებზე და მეგობრებთან შეხვედრაზე. გირჩევთ, საღამო,ოჯახთან ერთად, მშვიდ ატმოსფეროში გაატაროთ.
თევზი
მიტევების, სიყვარულისა და ჰარმონიის დღეა. დღის უმეტესი ნაწილი შეგიძლიათ პირად საქმეებს დაუთმოთ, რაც სულიერ ძალას მოითხოვს. ეცადეთ, ადამიანებს თქვენთვის მიყენებული წყენა აპატიოთ და უსამართლობა დაივიწყოთ. ამის შედეგად შეძლებთ, იპოვოთ საერთო ენა თქვენს მეორე ნახევართან.
მსგავსი სიახლეები
25 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში''- რევაზ კარანაძე
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო კათოლიკე მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
24 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ქართველ წმინდანის ხსენებას დღესასწაულობს
24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენნაირი ქვეყნისთვის სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, ჰიმნი და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი
კობა კობალაძე საპატრიარქოში დაესწრო სამეცნიერო კონფერენციას: ''ოკუპირებული აფხაზეთი- კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა'
სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს
ირაკლი კობახიძე - ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული და უპირობო, ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ
,,წელს 340 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის''- პრემიერი
,,ფრაზა „ისტორიაში პირველად" წელს 42-ჯერ გაჟღერდა'- ირაკლი კობახიძე
2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა
„მაგთიკომი“ და შპს „დელტა კომმი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას