,, ჩვენ არ ვჩერდებით და ზურგს არ ვაქცევთ ევროკავშირში სვლას''- მიხეილ ყაველაშვილი

 

ჩვენ არასოდეს ზურგი არ შეგვიქცევია, არც ახლა ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანებას, პირიქით იმედს გამოვთქვამთ და ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობაც და მიზანიც იმისა, რომ მოვემზადოთ, იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რომლის გარშემოც იყო მთელი ჩვენი ერი გაერთიანებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი Live" განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი არის საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდეს, ქვეყნის ღირებულებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვით.

 

„არ შეიძლება ერთი ევროპარლამენტარის ან ევროსაბჭოს თავმჯდომარის შეხედულებით განისაზღვროს მთლიანი ევროპა და მისი ღირებულებები. ჩვენთვის ევროკავშირი არ წარმოადგენს მიზანს და გინდა თუ არა ევროკავშირის წევრი გვინდა ვიყოთ. ჩვენთვის ევროკავშირი არის საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდეს. ის ღირებულებები და ის ხელშესახები ჩვენი ტრადიციები, ეროვნული ინტერესები, სამართლიანობის განცდა, ეს მთელი შეკრული მექანიზმი აღსრულდეს. ამ თვალსაზრისით ვხედავდით ევროპაში ჩვენ თავს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის შეფასებებმა ქართულ საზოგადოებაში ფასი დაკარგა და ევრობიუროკრატების გზავნილებს აღარ აქვს ის დატვირთა, რომელიც სამი, ოთხი ან ათი წლის წინ ჰქონდა.

 

„ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები თითქმის ყოველ კვირა, ყოველ თვე იცვლის ხასიათს, თუმცა ძალიან კარგია, რომ საქართველოს მოქალაქეებში რეალური სახე მიეცა ნამდვილ ევროკავშირს, ნამდვილი ევროპის აღქმას და იმ ბიუროკრატიას, რომელსაც წარმოადგენს კაია კალასი.

ჩვენი საზოგადოების თითქმის უმრავლესობა მარტივად ხვდება, რომ ის ორმაგი სტანდარტი, არასამართლიანი დამოკიდებულება, მათი მხრიდან დარღვეული დიპლომატიური ხედვები, არჩევნებში ჩარევები, ეს ყველაფერი ერთად აღებული ქმნის ჩვენდა სამწუხაროდ არსებული ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებას და ამაში პირდაპირ შეგვიძლია ჩვენ დავადანაშაულოთ ევრობიუროკრატია, რომელმაც აჩვენა სახე და თავად ევროკავშირის კრიზისი, რომელზეც არა მარტო საქართველო არამედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო - აშშ, არსებულ ევროკავშირში ჩვენი თანამოაზრე ქვეყნების ლიდერები, უნგრეთი, სლოვაკეთი საუბრობს, ჩეხეთმაც დაიწყო საუბარი. გერმანიასა და საფრანგეთს შორის უთანხმოებებია, ეს მოასწავებს კრიზისს ევროკავშირში. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით ევროკავშირს, რომ ყოფილიყო კონსტრუქციული, სამართლიანი, თანასწორი დამოკიდებულება, ის, რისთვისაც ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მსგავსი სიახლეები
,, ჩვენ არ ვჩერდებით და ზურგს არ ვაქცევთ ევროკავშირში სვლას''- მიხეილ ყაველაშვილი
,,რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია''- მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა
,,რკინიგზის მოდერნიზაცია აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო პოტენციალს ''- ირაკლი კობახიძე
,,დღეს ქართული რკინიგზა ახალ ეტაპზე გადადის , რომელიც XXI საუკუნის გამოწვევებს პასუხობს'' პრემიერი
თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება''- პრემიერი
,,ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რაღაცაში შეიყვანეს ჩვენი საზოგადოება შეცდომაში''- ლევან მაჭავარიანი
არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, რომ არცერთი გადაცდომა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე-კახა კალაძე
გამოვთქვამთ მზადყოფნას, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განვიხილოთ ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე -"რითეილ ასოციაცია"
"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგა ფარულავა მამუკა მდინარაძეს სადეპუტატო შეკითხვით მიმართავს
მთავარია, გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის სჯობს, ყველა მოქმედებს ისე, როგორც თავიანთ ქვეყანას სჭირდება -კახა კალაძე
რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს -კახა კალაძე
საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია -ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ ვხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, ზიზღი - იქცა მთავარ იარაღად და ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის დროშის ფრიალის ქვეშ''- შალვა პაპუაშვილი
,ლილუაშვილის დაკავება, რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით''- თენგიზ შარმანაშვილი
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში როდესაც დაბრუნდა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, მის მიერ პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები კორუფციის საკითხებს ეხებოდა-შალვა პაპუაშვილი
დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება -ბექა ოდიშარია
თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო შეჩერებულია -შალვა პაპუაშვილი
კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, პროკურატურა, სუს-ი თავის საქმეს აკეთებენ -ლევან მახაშვილი
ლევან იოსელიანი ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შეხვდა