დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი-მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ინფორმირებული გვყავდეს ჩვენი საზოგადოება. არ ვმალავთ ჩვენს ქმედებებს, ჩვენს შეხედულებებს და საზოგადოების წინაშე ყველაფერზე ღიად ვსაუბრობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი Live" განაცხადა.

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი შანტაჟის საკითხია და ამ დამოკიდებულებამ საქართველოს მოსახლეობისთვის ფასი დაკარგა.

 

„ფასი დაკარგა ამ დამოკიდებულებამ, მთავრობის წევრები და ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს უკვე დასანქცირებულია, ამ პასპორტებით ვერ სარგებლობენ. ყველა ის საკითხი, რომელიც ევრობიუროკრატიის მხრიდან განხორციელებული იყო საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ყველა იყო შანტაჟის საკითხი. გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსი და დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არ არსებობს დღემდე ამაზე პასუხები. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა, რის გამოც ჩვენ დაგვჩაგრეს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი-მიხეილ ყაველაშვილი
,, ჩვენ არ ვჩერდებით და ზურგს არ ვაქცევთ ევროკავშირში სვლას''- მიხეილ ყაველაშვილი
,,რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია''- მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა
,,რკინიგზის მოდერნიზაცია აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო პოტენციალს ''- ირაკლი კობახიძე
,,დღეს ქართული რკინიგზა ახალ ეტაპზე გადადის , რომელიც XXI საუკუნის გამოწვევებს პასუხობს'' პრემიერი
თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება''- პრემიერი
,,ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რაღაცაში შეიყვანეს ჩვენი საზოგადოება შეცდომაში''- ლევან მაჭავარიანი
არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, რომ არცერთი გადაცდომა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე-კახა კალაძე
გამოვთქვამთ მზადყოფნას, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განვიხილოთ ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე -"რითეილ ასოციაცია"
"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგა ფარულავა მამუკა მდინარაძეს სადეპუტატო შეკითხვით მიმართავს
მთავარია, გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის სჯობს, ყველა მოქმედებს ისე, როგორც თავიანთ ქვეყანას სჭირდება -კახა კალაძე
რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს -კახა კალაძე
საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია -ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ ვხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, ზიზღი - იქცა მთავარ იარაღად და ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის დროშის ფრიალის ქვეშ''- შალვა პაპუაშვილი
,ლილუაშვილის დაკავება, რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით''- თენგიზ შარმანაშვილი
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში როდესაც დაბრუნდა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, მის მიერ პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები კორუფციის საკითხებს ეხებოდა-შალვა პაპუაშვილი
დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება -ბექა ოდიშარია
თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო შეჩერებულია -შალვა პაპუაშვილი
კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას, პროკურატურა, სუს-ი თავის საქმეს აკეთებენ -ლევან მახაშვილი