სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება -კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

როგორც კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ინიციატივის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ფასების რეგულირება იმ სასურსათო პროდუქტებზე, რომლებზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. შედარებებს თუ გავაკეთებთ, საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე გაცილებით მაღალი ფასებია, ვიდრე, მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ასე არ უნდა იყოს. შესაბამისად, საჭიროა დარეგულირება, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და თანადგომა სჭირდება. ამის დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ და საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება. არის ბევრი ქვეყანა, სადაც გაკეთებულია სპეციალური კალათა ისეთი პროდუქტების, როგორიცაა, პირობითად, ფქვილი, ზეთი და მათი ფასი მითითებულზე ზევით არის უნდა იყოს. დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ფასები ძალიან განსხვავებული. იმედი მაქვს, ყველაფერი დარეგულირდება და მოწესრიგდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, სახელმწიფოს მხრიდან პროდუქტების ფასის რეგულირებაზე ოპოზიციის წარმომადგენლების უარყოფით დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიცია ყველაფერს ეწინააღმდეგება, რაც ქვეყანაში კარგი ხდება.

„მათ ქმედებებს თუ დააკვირდებით, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი ხდება ქვეყანაში, ქვეყნის წინგადადგმულ ყველა ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან. პირიქით, დარბიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ ქვეყანას, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულების გაუქმების და ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნას აყენებენ. ამას კი არ მალავენ, ღიად საუბრობენ და ამაყობენ, რომ ქვეყანას ებრძვიან. პირდაპირ ღალატს სჩადიან. ეს არის ჩვეულებირივი დანაშაული, თავიანთი მესიჯბოქსით, განცხადებებით. კანდიდატის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ბრიუსელში კაბინეტებში დადიოდნენ და ითხოვდნენ, ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი მოღალატეები, ქვეყნის მტრები არიან და გარედან იმართებიან. რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე, პარლამენტს სთხოვა, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას. თავის მხრივ, სუს-მა განაცხადა, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს, ისე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, პარლამენტში სპეციალური კომისია შექმნას.

 





მსგავსი სიახლეები
,, ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს მთავრობას''- აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება-აეროპორტების გაერთიანება
ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება
ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება -დავით ნარმანია
როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს -Financial Times
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს
როგორც კი დავაანონსეთ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული პროცესი, ოპოზიციის პრაქტიკულად 80 პროცენტი დადგა მაღალი ფასების მხარეს-პრემიერი
ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 131 მილიონი ლარით გაიზარდა-ეროვნული ბანკი
სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება -კახა კალაძე
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
რა ეღირება დოლარი და ევრო 25 დეკემბერს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი
"ჩვენი მიზანია, საქართველოში პროდუქტზე მაღალი ფასნამატის საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ"-ვახტანგ ცინცაძე
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 46 ბიზნესსუბიექტი დაფინანსდება
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
"ნოვამ", თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება -ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და საფრანგეთში ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირას ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია-ირაკლი კობახიძე