მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ-სუს-ი

მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ, - ამის შესახებ სუს-ში გამართლ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ცნობით, გამოძიება მომავალში იმსჯელებს ანა ნადარეიშვილის მხრიდან 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში შესაძლო მონაწილეობაზე.

„რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში, არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს, იღებდა თუარა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას, მის მეუღლესთან ერთად, ჩადენილ დანაშაულში. ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეპასუხა კითხვაზე - მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა", - განაცხადეს სუს-ში.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა დღეს ბაჩო ახალაია დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია".

 





მსგავსი სიახლეები
პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
,,მიუღებელი და ამორალურია ბაჩო ახალაიას მიერ მოგონილი ამბავი ''- სუს-ი
სუს-მა 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, 4 პირი დააკავა, ხოლო ჯამში, პასუხისგებაში 11 ადამიანი მისცა
ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი - სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ -ბაჩო ახალაია პროკურორს
ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა
"არაფერში ყოფილა ჩართული არა თუ რაიმე დაგეგმვაში''- ახალაიას ადვოკატი
თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური-ირაკლი კობახიძე
მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ-სუს-ი
სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, 153 შეკვრა "მეთადონი"ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გრიგოლ ლილუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს
გიორგი კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა-მას პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა
სიღნაღში დააკავეს პირი, რომელმაც ბებია მძევლად აიყვანა
ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილ უფროსს, კახა გვანცელაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა
,,ამ ეტაპზე არ ვიცნობთ საქმეს, არ ვიცით, რაში გვედება ბრალი''- გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
კაცი მოკლა, მისი ცოლი კი დაჭრა - შსს ზუგდიდში მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს