4 ოქტომბერს ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ, ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად -ირაკლი კობახიძე

ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ ვინ სად გაიქცეოდა და ა.შ. ეს დღეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ 4 ოქტომბრამდე ხალხი იყო საკმაოდ აღელვებული ამ ყველაფრის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო დამხობის აქცია.

 

„დამხობის აქტის მცდელობა განხორციელდა 4 ოქტომბერს და ამ აქტს შეუერთდა ათასობით ადამიანი. კონკრეტული პარტიები, სამი პოლიტიკური პარტია იმ ოთხიდან, რომელმაც გადალახა ბარიერი, ღიად უცხადებდა მხარდაჭერას 4 ოქტომბრის აქციას, ყოფილი პრეზიდენტი და ა.შ. დაანონსდა დამხობის აქტი, დამხობის მცდელობა, ამას შეუერთდა ათასობით ადამიანი. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩავარდა ეს მცდელობა, კონკრეტული ადამიანები გაემიჯნენ მას, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ ვინ სად გაიქცეოდა და ა.შ. ეს დღეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ 4 ოქტომბრამდე ხალხი იყო საკმაოდ აღელვებული ამ ყველაფრის გამო, რადგან იმდენად ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა ხელისუფლების დამხობასთან, ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების გაქცევასთან დაკავშირებით, რომ ბევრმა სერიოზულად მიიღო ეს, როგორც ოპოზიციაში, ასევე ოპოზიციის მიღმა. საბოლოო ჯამში ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად და ეფექტიანად, ამან მოგვცა მარტივად ამ გამოწვევის დაძლევის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა ეს პროცესები განვითარებულიყო ბევრად უფრო რთულად, დაახლოებით ისე, როგორც განვითარდა მსგავსი პროცესები მაგალითად, შარშან ნოემბერ-დეკემბერში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მსგავსი სიახლეები
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული -ირაკლი კობახიძე
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს -ირაკლი კობახიძე
გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს,სხვა ე.წ. ჟურნალისტებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ კვლავაც ველოდებით ომის დასრულებას, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით, ომის დასრულება იქონიებს გავლენას ვითარების დამშვიდებაზე ჩვენს გარშემო და მთლიანად ევროპაში -ირაკლი კობახიძე
შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობ, მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში, ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება -ირაკლი კობახიძე
4 ოქტომბერს ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ, ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად -ირაკლი კობახიძე
ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ მძიმე დანაშაულებში, ფიქრობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მათი დაბრუნება ნიშნავს სადიზმის დაბრუნებას -ირაკლი კობახიძე
რასაც ჩვენ ვამბობდით, იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში-პრემიერი
როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში აშშ-ის სანქციები არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს, ხალხი ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს-კახა კალაძე
მარკო რუბიოს განცხადებით დასტურდება, რომ თანხები, რომლებიც საქართველოში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს -კახა კალაძე
კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა მთელ მსოფლიოში - მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა -კახა კალაძე
დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი-მიხეილ ყაველაშვილი
,, ჩვენ არ ვჩერდებით და ზურგს არ ვაქცევთ ევროკავშირში სვლას''- მიხეილ ყაველაშვილი
,,რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია''- მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა
,,რკინიგზის მოდერნიზაცია აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო პოტენციალს ''- ირაკლი კობახიძე
,,დღეს ქართული რკინიგზა ახალ ეტაპზე გადადის , რომელიც XXI საუკუნის გამოწვევებს პასუხობს'' პრემიერი
თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება''- პრემიერი