26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახალი ნაცნობობისა და სასიყვარულო პაემნებისთვის შესანიშნავი დღეა. ვენერა აქტიურ ფაზაში გადადის - ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ყველას საკუთარი პირობები უკარნახონ, პარტნიორის უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას წააწყდებიან.

გამოცდილი თანამშრომლის აზრს ნუ უგულებელყოფთ, მის შენიშვნებსა და რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ, თუნდაც ეს ადამიანი არ მოგწონდეთ. მალე შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება, თუმცა ძირითადი პროფესია არ უნდა დაივიწყოთ.

ამ დღეს თქვენი დამცავი თილისმა ნებისმიერი მზისფერი ნივთი გახდება.

კურო

შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობის დროა. დაოჯახებულ კუროებს მთელი დღე საოჯახო პრობლემების მოგვარება მოუწევთ და სამსახურისთვის ცოტა დრო დარჩებათ. ეს დღე ხელსაყრელია ურთიერთობისა და კოლექტიური მუშაობისთვის, მით უმეტეს, რომ ხელმძღვანელობასთან საერთო ენის პოვნა არ გაგიჭირდებათ. დიდი ალბათობით, ლიდერის როლს მოირგებთ და ყურადღების ცენტრში მოექცევით! შეგიძლიათ ეს დღე პროფესიული განვითარებისა და მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ.

მოერიდეთ საკუთარ შემოსავლებზე საუბარს და ფულს ნუ გაასესხებთ - შესაძლოა, თაღლითების სამიზნედ იქცეთ. გამოიჩინეთ სიფხიზლე კომერციული ოპერაციებისას და ნუ ენდობით სიტყვებს, რომლებსაც საბუთები არ ახლავს.

ეცადეთ მეტი იმოძრაოთ და ძილი მოიწესრიგოთ, რათა ზედმეტი წონისა და მაღალი წნევის პრობლემებმა არ შეგაწუხოთ.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი ქარიზმა და ბუნებრივი მომხიბვლელობა წარმოაჩინოთ. უახლოეს მომავალში წვეულებაზე დაგპატიჟებენ, რომელიც შეიძლება მორიგი რომანის დასაწყისი გახდეს. საყოფაცხოვრებო საქმეებს სწრაფად და ადვილად მოაგვარებთ. ეს არა მარტო გარემოებათა იღბლიანი თანხვედრის დამსახურება, არამედ თქვენი პირადი მიღწევაცაა.

ნებისმიერ მიმართულებაში, რომელსაც დღეს აირჩევთ, იღბალი თან გდევთ! შესაძლოა, გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ და დროთა განმავლობაში შესანიშნავი სამსახური იშოვოთ. არ არის გამორიცხული ფინანსური პრობლემები, თუმცა იცოდეთ, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება - შესაძლოა, ახალი სამსახური ან უფრო მოგებიანი საქმე იპოვოთ.

დღის მეორე ნახევარში სასიცოცხლო ენერგია შემცირდება, რამაც შესაძლოა განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

კირჩხიბი

ეცადეთ, თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის წარმოქმნილ სადავო საკითხებში გასარკვევად დრო გამონახოთ. კარგად მიმოიხედეთ გარშემო და მიხვდებით, რა არის ოჯახში უთანხმოების მიზეზი. ვარსკვლავების მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე გრძნობთ - ჯანმრთელობა წესრიგშია, ენერგიით სავსე ხართ, სამსახურში კი შეიძლება ფულადი ბონუსი მიიღოთ.

შესაძლოა, ამ დღეს ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომლის გამოსწორებასაც დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, ასე რომ ყურადღებით იყავით.

ვარჯიში ან ფიზიკური დატვირთვა განწყობის გაუმჯობესებასა და ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. საღამოს სტუმრების მისაღებად მოემზადეთ - სახლი დაალაგეთ და სადღესასწაულო ვახშამი ახალი რეცეპტებით მოამზადეთ.

ლომი

დამღლელი კვირის ბოლოს ძალები თითქმის ამოგეწურათ, ამის გამო იმუნიტეტის შესუსტება და ქრონიკული დაავადებების გამწვავება გელით. ეს დღე არახელსაყრელია სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. ასე რომ, სჯობს არ გარისკოთ და სრულფასოვანი ოჯახური ცხოვრებით იცხოვროთ.

ოფიციალურ ურთიერთობებში მაცდური პერსპექტივები გაჩნდება, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ყოველთვის და ყველაფერში გაგიმართლებთ. ამ დღეს წარმატების მთავარი საიდუმლო სიმარტივეშია, ამიტომ ზედმეტად რთულ სქემებსა და გეგმებს უნდა მოერიდოთ. სამაგიეროდ, თუ ეგზოტიკური კერძის გასინჯვა მოგინდათ, საკუთარ თავს ამ სიამოვნებაზე უარს ნუ ეტყვით.

ქალწული

პირად ცხოვრებაში მალე სასურველი ცვლილებები მოხდება. ეს შეიძლება როგორც ახალი შეხვედრები, ისე მოძველებული ურთიერთობების დასრულება იყოს. დროა, საუკეთესო მეგობარი მოინახულოთ, რომელსაც დიდი ხანია თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბების მოყოლა სურს.

უფროსი თქვენს შრომით გმირობებს აუცილებლად დააფასებს და შეიძლება ახალი თანამდებობა შემოგთავაზოთ. იდეალური დროა გულწრფელი საუბრისთვის ადამიანთან, ვისთანაც დიდი ხანია ურთიერთობის გარკვევას ცდილობთ. ეცადეთ პოზიტიური ცვლილებებისთვის განეწყოთ მაშინაც კი, თუ გარემო საპირისპიროზე მეტყველებს.

სასწორი

ამ დღეს ინტრიგებით სავსე შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა გელით. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა და კონფლიქტები. ნუ გაღიზიანდებით, როდესაც ვინმე შენიშვნას გაძლევთ. მატერიალური სტაბილურობა შესაძლოა გაზრდილმა ხარჯებმა შეარყიოს, განსაკუთრებით - თუ მსხვილ შენაძენს გეგმავთ.

რომანტიკული ვახშამი და გულწრფელი საუბარი პარტნიორთან კავშირს მნიშვნელოვნად გაამყარებს. იდეალური დღეა ახალი ცოდნის მისაღებად ან დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის დასასრულებლად.

ძილის წინ მსუბუქი მედიტაცია ან რელაქსაციის სეანსი მოდუნებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

პლანეტები გირჩევენ, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ კრიტიკული შენიშვნები და პრეტენზიები შეამციროთ. თუ პარტნიორს სურს, რომ საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეს, ეცადეთ, ამას გაგებით მოეკიდოთ.

ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით თანამოაზრეებთან შეხვედრის და ძველი პრობლემების მოგვარების შანსი მოგეცემათ. ამ დღეს ჯანმრთელობაზე ზრუნვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი დღის რეჟიმსა და კვებას გადახედოთ და შეიტანოთ ცვლილებები, რომლებიც მდგომარეობას გააუმჯობესებს.

უახლოეს მომავალში რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი გელით - მათი ნაწილი მატერიალურ საკითხებს შეეხება. ფიზიკური აქტივობა არ დაივიწყოთ, თუმცა დატვირთვას ნუ გადააჭარბებთ, რათა დაჭიმულობა თავიდან აიცილოთ.

მშვილდოსანი

მალე ხანმოკლე გატაცება გელით, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ. ჯერჯერობით, თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს რომანტიკისთვის არ სცალიათ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც ვერასოდეს დაძლევთ. მოერიდეთ „ენერგეტიკულ ვამპირებს“, რათა ენერგიის დაკარგვა თავიდან აიცილოთ.

უახლოესი დღეები ფინანსური თვალსაზრისით გაგახარებთ - ფული სხვადასხვა წყაროდან, რეგულარულად შემოვა, რაც საერთო ბიუჯეტზე დადებითად აისახება. დღის მეორე ნახევარში ნათესავის დახმარებით შეძლებთ მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

თხის რქა

მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ამ დღეს ჯობია მოვლენებს შორიდან დააკვირდეთ. ძველ მეგობართან ან ყოფილ სიყვარულთან შეხვედრამ შეიძლება ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო დღეები გაგახსენოთ.

რომელიღაც ახლო ნათესავი თქვენი პირადი ცხოვრების მიმართ უტაქტო ყურადღებას გამოიჩენს, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს გულახდილობისგან თავი შეიკავოთ. მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზედაც დიდხანს მუშაობდით, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით შეფერხდება.

მარტოხელა თხის რქა გაიცნობს ადამიანს, რომელთანაც საერთო შეხედულებები აერთიანებს. ამ დღეს საკუთარი თავისთვის საკმარისი დრო გექნებათ და შეძლებთ საყვარელი საქმეებით დაკავდეთ.

ფრთხილად იყავით რამის ყიდვისას — შესაძლებელია მოტყუება ან უხარისხო ნივთის შეძენა. თავი შეიკავეთ ცხიმიან საკვებისა და ალკოჰოლური სასმლის მიღებისგან — მოსალოდნელია ინტოქსიკაცია.

მერწყული

ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განამტკიცოთ - ერთად ნებისმიერ სირთულესა და პრობლემას გაუმკლავდებით. არ არის გამორიცხული წვრილმანი საყოფაცხოვრებო უსიამოვნებები. მაგალითად, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენს სახლში მღრღნელი გაჩნდა.

თუ მგზავრობა გაქვთ დაგეგმილი, ის შესანიშნავად ჩაივლის.

გირჩევთ, მოახლოებული დღესასწაულის წინ სახლის საფუძვლიანი დალაგება დაიწყოთ და უსარგებლო ნივთები თავიდან მოიცილოთ. საღამო შესანიშნავი დროა მედიტაციიის, იოგის ან მყუდრო გარემოში მშვიდი დასვენებისთვის.

თევზები

მარსი მეხუთე სახლში გადადის და ვენერას უპირისპირდება. გარშემომყოფებთან ურთიერთობა ემოციურ და ზოგჯერ აგრესიულ ხასიათს მიიღებს, ამიტომ მიმდინარე დღეს ეცადეთ, ზედმეტი ემოციებისგან გათავისუფლდეთ. ეს დღე ასევე ხელსაყრელია პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარებისთვის.

ვარსკვლავების განლაგება თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს კარიერის მშენებლობაში ბრწყინვალე პერსპექტივებს გადაუშლის. იუპიტერი იღბალს მოგიტანთ, მარსი კი საჭირო ენერგეტიკულ მხარდაჭერას გაგიწევთ.

 

მომდევნო 24 საათის განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობის უგულებელყოფა უნდა შეწყვიტოთ - მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული გართულებები.





მსგავსი სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 დეკემბერს საქართველოში
26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
48 წელი გავიდა ილია II-ის აღსაყდრებიდან, ეს არის დღე,რომელმაც შეცვალა სულიერი ცხოვრება საქართველოში-მეუფე შიო
მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს, ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს -პრემიერი
კობა კობალაძეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი გადაეცა
რა დამხმარე საშუალებები მოვიმარაგოთ ახალი წლისთვის, რომ დღესასწაულები კომფორტულად გავატაროთ
კობა კობალაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს ულოცავს
"2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის"
გამოცხადდა 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ჰელმჰოლცის ცენტრის (იულიხის კვლევითი ცენტრი-FZJ, ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი-HZDR და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი-GSI) ერთობლივი საგრანტო კონკურსის შედეგები
გამოვლინდა 2025 წლის "ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის" შედეგები!
ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის -ბიძინა ივანიშვილი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღეა
25 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში''- რევაზ კარანაძე
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო კათოლიკე მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
24 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ქართველ წმინდანის ხსენებას დღესასწაულობს