შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
შანტაჟის არც ერთი ინსტრუმენტი აღარ გამოდგება საქართველოში რევოლუციური პროცესების განსავითარებლად. ერთ-ერთი ასეთ პოტენციური ინსტრუმენტი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა ეს ინსტრუმენტიც არ ამოქმედდა და ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყველამ გაიგო ყველაფერი - ყველამ გაიგო ის, რომ შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ პრაქტიკული ნაბიჯების თვალსაზრისით კონკრეტული ბიუროკრატები უფრო პრაგმატულად იმოქმედებენ.
„როდესაც ისინი ხედავენ, რომ შანტაჟს ვერ ექნება ეფექტი, ისინი შესაბამის ნაბიჯებს არ დგამენ და ეს არის ერთი პრაგმატული ქმედება, რასაც ისინი ახორციელებენ. რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, რაც იქნებოდა ყველაზე პრაგმატული ნაბიჯი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ობიექტურად, ევროკავშირის ინტერესებში არავითარ შემთხვევაში არ შედის საქართველოსთან ასეთი ურთიერთობების შენარჩუნება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ევროკავშირს ისედაც აქვს სირთულეები, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც გამოიწვია უკრაინაშ დაწყებულმა ომმა. ევროკავშირს შეეზღუდა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე, რუსულ რესურსებზე და ასევე ევროკავშირმა დაკარგა ძლიან მომგებიანი რუსული ბაზარი. ამ პირობებში, რა თქწმა უნდა, ევროკავშირის ინტერესებშია, გამოძებნოს ახალი გზები აღმოსავლეთის მიმართულებით და ამ კუთხით ერთადერთ ეფექტური გზა არის საქართველოს გზა - შავი ზღვა, საქართველო და შემდეგ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ცენტრალური აზიის ქვეყნები და ა. შ. შესაბამისად, ობიექტურად, ევროკავშირის ინტერესებშია, განავითაროს ეს მიმართულება მაქსიმალურად და აღადგინონ ჯანსაღი ურთიერთობები საქართველოსთან. როდესაც ევროკავშირი ამ პირობებში ამას არ აკეთებს, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს სუვერენულად და ევროკავშირის და ევროპული საზოგადოების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სხვა არც გამართლება და არც ახსნა ასეთ დამოკიდებულებას არ აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული -ირაკლი კობახიძე
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს -ირაკლი კობახიძე
გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს,სხვა ე.წ. ჟურნალისტებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ კვლავაც ველოდებით ომის დასრულებას, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით, ომის დასრულება იქონიებს გავლენას ვითარების დამშვიდებაზე ჩვენს გარშემო და მთლიანად ევროპაში -ირაკლი კობახიძე
შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობ, მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში, ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება -ირაკლი კობახიძე
4 ოქტომბერს ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ, ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად -ირაკლი კობახიძე
ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ მძიმე დანაშაულებში, ფიქრობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მათი დაბრუნება ნიშნავს სადიზმის დაბრუნებას -ირაკლი კობახიძე
რასაც ჩვენ ვამბობდით, იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში-პრემიერი
როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში აშშ-ის სანქციები არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს, ხალხი ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს-კახა კალაძე
მარკო რუბიოს განცხადებით დასტურდება, რომ თანხები, რომლებიც საქართველოში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს -კახა კალაძე
კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა მთელ მსოფლიოში - მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა -კახა კალაძე
დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი-მიხეილ ყაველაშვილი
,, ჩვენ არ ვჩერდებით და ზურგს არ ვაქცევთ ევროკავშირში სვლას''- მიხეილ ყაველაშვილი
,,რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია''- მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა
,,რკინიგზის მოდერნიზაცია აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო პოტენციალს ''- ირაკლი კობახიძე
,,დღეს ქართული რკინიგზა ახალ ეტაპზე გადადის , რომელიც XXI საუკუნის გამოწვევებს პასუხობს'' პრემიერი
თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება''- პრემიერი