გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს,სხვა ე.წ. ჟურნალისტებს -ირაკლი კობახიძე
გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს, იყო გარკვეული წრე შეკრული იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ პროცესების პიარულ შეფუთვას ახორციელებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის" ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს და დაკავებულ პირებს შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება წინასწარ აფრთხილებდა ყველას, რომ კანონი სრული სიმკაცრით ამოქმედდებოდა.
„4 წელიწადში იყო დამხობის, რევოლუციის 5 სხვადასხვა მცდელობა. ეს ყველაფერი იყო გარედან მხარდაჭერილი, შიგნით იყო ორგანიზებული და შედგა კონკრეტული დანაშაულებრივი აქტები, რამდენიმე ათეული ადამიანი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით წინასწარ, თუ ვინმეს წაუცდებოდა ხელი, კანონი ამოქმედდებოდა მათ მიმართ სრული სიმკაცრით. არ დაგვიჯერეს და საბოლოოდ მიიღეს კონკრეტული პასუხი. როგორც ჩანს, არ ირწმუნეს ჩვენი. ჩვენ ვამბობდით, რომ სახელმწიფო იყო უფრო ძლიერი ვიდრე მანამდე. გახსოვთ, რომ იყო რევოლუციის მცდელობა 2023 წელს, მაშინ მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაკავებული, მიუხედავად ძალიან მასშტაბური ძალადობისა. მერე იყო კიდევ ერთი მცდელობა ერთ წელიწადში, 2024 წლის გაზაფხულზე, იქ იყო მხოლოდ 6 ადამიანი დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი, ასეულობით ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ დანაშაულებრივ აქტში და აქ გაჩნდა ცდუნება - როდესაც შენ 1 ან 6 ადამიანს აკავებ, ადამიანებში ჩნდება განცდა, რომ შეიძლება ასეთი დანაშაული გაიმეორო და ძალიან მაღალი ალბათობით არავითარი სანქცია არ დადგება შენს წინააღმდეგ. ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ ადამიანები 2024 წლის ბოლოს, 2025 წელს, რომ მათი დანაშაულებრივი ქმედებები აღარ დარჩებოდა დაუსჯელი, არ დაგვიჯერეს და მიიღეს კონკრეტული სანქცია.
იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მაგალითი, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელმაც შეიძლება ჩაიფიქროს სამომავლოდ დანაშაული და ეს სამომავლოდ მათთვისაა კარგი, ასეთი პრევენციული ეფექტი საბოლო ჯამში მათ შეაკავებინებს თავს შესაბამისი დანაშაულის ჩადენისგან, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენ არავის ციხეში მოხვედრა არ გვინდა, ჩვენ გვინდა ის, რომ ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული. სწორედ, ეს პრევენციული ეფექტი იქონია, საბოლოო ჯამში, კონკრეტული ადამიანების დაპატიმრებამ, რაც იყო უბრალოდ გარდაუვალი, თუ ჩვენ გვინდოდა პრევენციული ეფექტის მიღწევა. დღეს, სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო ერთი, ორი ან სამი წლის წინ მითუმეტეს და მზად ვართ რომ არც ერთი ასეთი სცენარი არ განმეორდეს. ვფიქრობ, დღეს, მათი რესურსი არსი ძალიან შეზღუდული, ნებისმიერი პოტენციური მოძალადის რესურსი არის ძალიან შეზღუდული და ამიტომაა ის, რომ შანტაჟის ინსტრუმენტებსაც კონკრეტული ძალები აღარ იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იციან, რომ შანტაჟის არც ერთი ინსტრუმენტი აღარ გამოდგება საქართველოში რევოლუციური პროცესების გასავითარებლად. ერთ-ერთი ასეთი პოტენციური ინსტრუმენტი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თუმცა ეს ინსტრუმენტიც არ ამოქმედდა და ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყველამ გაიგო ყველაფერი. ყველამ გაიგო ის, რომ შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ევროკომისიის ანგარიშში ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე ასევე იყო შანტაჟის მცირე მცდელობა, თუმცა რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უფრო პრაგმატულად იმოქმედებენ კონკრეტული ბიუროკრატები", - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული -ირაკლი კობახიძე
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს -ირაკლი კობახიძე
გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს,სხვა ე.წ. ჟურნალისტებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ კვლავაც ველოდებით ომის დასრულებას, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით, ომის დასრულება იქონიებს გავლენას ვითარების დამშვიდებაზე ჩვენს გარშემო და მთლიანად ევროპაში -ირაკლი კობახიძე
შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობ, მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში, ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება -ირაკლი კობახიძე
4 ოქტომბერს ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ, ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად -ირაკლი კობახიძე
ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ მძიმე დანაშაულებში, ფიქრობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მათი დაბრუნება ნიშნავს სადიზმის დაბრუნებას -ირაკლი კობახიძე
რასაც ჩვენ ვამბობდით, იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში-პრემიერი
როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში აშშ-ის სანქციები არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს, ხალხი ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს-კახა კალაძე
მარკო რუბიოს განცხადებით დასტურდება, რომ თანხები, რომლებიც საქართველოში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს -კახა კალაძე
კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა მთელ მსოფლიოში - მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა -კახა კალაძე
დღემდე გაუცემელია პასუხი - რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი-მიხეილ ყაველაშვილი
,, ჩვენ არ ვჩერდებით და ზურგს არ ვაქცევთ ევროკავშირში სვლას''- მიხეილ ყაველაშვილი
,,რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია''- მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა
,,რკინიგზის მოდერნიზაცია აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო პოტენციალს ''- ირაკლი კობახიძე
,,დღეს ქართული რკინიგზა ახალ ეტაპზე გადადის , რომელიც XXI საუკუნის გამოწვევებს პასუხობს'' პრემიერი
თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება''- პრემიერი