ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, ჯანსაღ დისკუსიაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც -ცოტნე ივანიშვილი
ძალიან მიხარია, რომ ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას, - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.
ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა.
ცოტნე ივანიშვილის თქმით, განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება ძალიან უნდა ფასდებოდეს.
„პირველ რიგში, მინდა, ვარლამ ლიპარტელიანს მივულოცო. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ზოგადად, ქართველები ძალიან ნიჭიერი ვართ და მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებში განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება, მონდომება და მომავლის მშენებლობის სურვილი, მოტივაცია ძალიან უნდა ფასდებოდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოტივირებული ახალგაზრდები ჩაუდგნენ სათავეში ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალზე ზრუნვას. ჩემ გარშემო ძალიან ბევრ მეგობარს, ახალგაზრდას, თანატოლს ვხედავ, ვინც ძალიან მოტივირებულია, ბევრს შრომობს საკუთარი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველა ამ ახალგაზრდას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც მოსდევს, რადგან ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ჩვენს ქვეყანაზე, სხვანაირად ნათელ მომავალზეც ვერ ვიზრუნებთ", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა და საქართველოს მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილმა ირანის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
იმდენად არის განულებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს -პრემიერი
მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ მოთმინებით ველოდებით გარდატეხის შესაძლებლობას და გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს ამ მიმართულებით-ირაკლი კობახიძე
ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, ჯანსაღ დისკუსიაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც -ცოტნე ივანიშვილი
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, რაც ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად-ირაკლი კობახიძე
ახალაიას ცოლი 4 ოქტომბრის "მშვიდობიან დამხობაზე" ორი თვე კამპანიას ეწეოდა, ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ, "ხელნაწერები არ იწვის"-თამარ ჩერგოლეიშვილი
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული -ირაკლი კობახიძე
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს -ირაკლი კობახიძე
გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს,სხვა ე.წ. ჟურნალისტებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ კვლავაც ველოდებით ომის დასრულებას, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით, ომის დასრულება იქონიებს გავლენას ვითარების დამშვიდებაზე ჩვენს გარშემო და მთლიანად ევროპაში -ირაკლი კობახიძე
შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობ, მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში, ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება -ირაკლი კობახიძე
4 ოქტომბერს ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ, ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად -ირაკლი კობახიძე
ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ მძიმე დანაშაულებში, ფიქრობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მათი დაბრუნება ნიშნავს სადიზმის დაბრუნებას -ირაკლი კობახიძე
რასაც ჩვენ ვამბობდით, იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში-პრემიერი
როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში აშშ-ის სანქციები არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს, ხალხი ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს-კახა კალაძე
მარკო რუბიოს განცხადებით დასტურდება, რომ თანხები, რომლებიც საქართველოში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს -კახა კალაძე
კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა მთელ მსოფლიოში - მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა -კახა კალაძე