,,უამრავი ოჯახი ავარიულ სახლებში ცხოვრობს - გამოსყიდვის გზით მათი დახმარების საშუალება გაგვიჩნდა''- ზურაბ ჩიკვილაძე

 

„თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის პროგრამა უმნიშვნელოვანესია. მასზე წლების განმავლობაში ვმუშაობდით. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩვენი ქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე ამ პროგრამის ინიციატორად დაასახელა და ეს შემთხვევით არ მომხდარა. მეშვიდე  მოწვევის საკრებულოში, მართლაც, განუზომლად დიდი შრომა გავწიეთ", - განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის შესახებ დადგენილების პროექტის კომენტირებისას გააკეთა.

ზურაბ ჩიკვილაძის  თქმით, აღნიშნული პროექტის დამუშავებაში  მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები იყო ჩართული.

„მინდა ყველას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. საწყის ეტაპზე ამ პროექტისთვის 100 მილიონი უკვე გამოყოფილია. სიკეთისა და სწრაფად წინსვლის  იმედი მაქვს. არის ძალიან ბევრი ოჯახი, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ, ჩვენ კი გამოსყიდვის გზით მათი დახმარების საშუალება გაგვიჩნდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა იმ უწყების ჩართულობით, რომლებსაც ამ პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა ევალება, პროგრამა ძალიან კარგად იმუშავებს", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,იუნესკო-ს ეს აღიარება, ამავე დროს შეგვახსენებს, რამდენად დიდია ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა''- შალვა პაპუაშვილი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცლებს
,,უამრავი ოჯახი ავარიულ სახლებში ცხოვრობს - გამოსყიდვის გზით მათი დახმარების საშუალება გაგვიჩნდა''- ზურაბ ჩიკვილაძე
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 დეკემბერს საქართველოში
26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
48 წელი გავიდა ილია II-ის აღსაყდრებიდან, ეს არის დღე,რომელმაც შეცვალა სულიერი ცხოვრება საქართველოში-მეუფე შიო
მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს, ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს -პრემიერი
კობა კობალაძეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი გადაეცა
რა დამხმარე საშუალებები მოვიმარაგოთ ახალი წლისთვის, რომ დღესასწაულები კომფორტულად გავატაროთ
კობა კობალაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს ულოცავს
"2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის"
გამოცხადდა 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ჰელმჰოლცის ცენტრის (იულიხის კვლევითი ცენტრი-FZJ, ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი-HZDR და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი-GSI) ერთობლივი საგრანტო კონკურსის შედეგები
გამოვლინდა 2025 წლის "ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის" შედეგები!
ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის -ბიძინა ივანიშვილი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღეა
25 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში''- რევაზ კარანაძე