,,იუნესკო-ს ეს აღიარება, ამავე დროს შეგვახსენებს, რამდენად დიდია ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა''- შალვა პაპუაშვილი

 

ქართული ხორბლის აღიარება არის საშუალება, ვილაპარაკოთ მეტი იმაზე, ვინ ვიყავით გუშინ, ვინ ვართ დღეს და ვინ შეგვიძლია, ვიყოთ ხვალ. ჩვენს მემკვიდრეობას სჭირდება არა მხოლოდ დაცვა და მოფრთხილება, არამედ გამოყენება, ყოფიდან არგაქრობა, რათა გადავცეთ მომავალ თაობებს. გადავცეთ ცოცხლად, შინაარსიანად, რათა მისი გამოყენებით გაინათონ ის რთული დღეები, რომლის დაძლევაც ყველა თაობას უწევს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე „პური ჩვენი არსობისა" ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა" განაცხადა.

მისივე თქმით, „იუნესკო-ს ეს აღიარება, ამავე დროს შეგვახსენებს, რამდენად დიდია ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება იუნესკო-ს ყურადღებას".

„დღეს ჩვენ მოვისმენთ იმ გრძელი და რთული პროცესის, სამუშაოს შესახებ, რომელიც საქართველომ ამ სტატუსის მოსაპოვებლად გასწია. ასევე ჩვენს აუდიტორიას და საზოგადოებას გავაცნობთ ამ საპატიო და საამაყო სტატუსის მნიშვნელობას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ძალიან ეფექტურ საშუალებას, ვილაპარაკოთ ქართულ კულტურაზე, ისტორიაზე და იდენტობაზე. მეტიც, ჩვენი ხალხის ისტორიული მიღწევებისა და კაცობრიობის წინაშე დამსახურების ამგვარი საყოველთაო აღიარება გვავალდებულებს, წინ გავიხედოთ და თამამად გავაკეთოთ განაცხადი, თუ კიდევ რა შეიძლება გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ამოუწურავი კულტურული მემკვიდრეობიდან. უაღრესად ხშირი და გავრცელებულია შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ ადამიანს რცხვენია და სათაკილო გადმონაშთად მიაჩნია საკუთარი, მშობლიური კულტურა და შენატრის უცხოს, უცხოურს, სხვის მიღწევებს. ამ პროცესში ზოგიერთი ცდილობს, თავისი გააქროს და დააკნინოს, სხვისი კი განადიდოს და დაიმკვიდროს. ამჯობინებს იყოს ასლი და არა თვითნაბადი", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს და სწორედ ქრისტიანობას უკავშირდება ქართველი ერის ისტორია და ყველა ის მემკვიდრეობა, რომელიც ქართველმა ხალხმა ქრისტიანული რელიგიის შთაგონებით შექმნა.

„არაფერია იმაზე უფრო დიდი თვალსაჩინოება ქართველი ხალხის ქრისტიანული მისწრაფებებისა, როგორც საღმრთო ლიტურგიის გადმოტანა ქართულ სუფრაზე და, სადღეგრძელოების, მათი რიგითობის დაცვისა და დალოცვის სახით, ღმერთის დიდების ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვა და ჩაქსოვა. იმ ფონზე, როცა იუნესკო-მ პურის და ღვინის ტრადიცია ქართულ მემკვიდრეობად აღიარა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართული სუფრა და პურობა, ეს უნიკალური თვისება, კულტურული ტრადიცია, გახდეს საქართველოს კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოსთან კულტურულ და ადამიანურ ურთიერთობებში", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ხორბლის აღიარების პროცესში ჩართულ ადამიანებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, უწყებას, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ აღიარების მოპოვება. მეცნიერებს, რომლებმაც აღწერეს და დაასაბუთეს ქართული ხორბლის ტრადიციის უნიკალურობა. კულტურის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რომლებმაც წარმატებით წარმართეს პროცესი იუნესკო-სთან და მის წევრებთან, ამ ტრადიციის უნიკალურობის აღიარების მხარდასაჭერად", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტში გამართულ კონფერენციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტები და მცირე მეწარმეები დაესწრნენ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,იუნესკო-ს ეს აღიარება, ამავე დროს შეგვახსენებს, რამდენად დიდია ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა''- შალვა პაპუაშვილი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცლებს
,,უამრავი ოჯახი ავარიულ სახლებში ცხოვრობს - გამოსყიდვის გზით მათი დახმარების საშუალება გაგვიჩნდა''- ზურაბ ჩიკვილაძე
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 დეკემბერს საქართველოში
26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
48 წელი გავიდა ილია II-ის აღსაყდრებიდან, ეს არის დღე,რომელმაც შეცვალა სულიერი ცხოვრება საქართველოში-მეუფე შიო
მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს, ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს -პრემიერი
კობა კობალაძეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი გადაეცა
რა დამხმარე საშუალებები მოვიმარაგოთ ახალი წლისთვის, რომ დღესასწაულები კომფორტულად გავატაროთ
კობა კობალაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს ულოცავს
"2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის"
გამოცხადდა 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ჰელმჰოლცის ცენტრის (იულიხის კვლევითი ცენტრი-FZJ, ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი-HZDR და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი-GSI) ერთობლივი საგრანტო კონკურსის შედეგები
გამოვლინდა 2025 წლის "ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის" შედეგები!
ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის -ბიძინა ივანიშვილი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღეა
25 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში''- რევაზ კარანაძე