,,თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი,''- პრემიერი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

მთავრობის მეთაურმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დაჯილდოება მიულოცა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს აქ ხართ ჩვენი არმიის მეთაურები და ლიდერები, 2008 წლის ომის ვეტერანები, საერთაშორისო მისიებში გამოწრთობილი მებრძოლები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცავით საქართველო და დღეს, უკვე სამეთაურო პოზიციებიდან, აშენებთ თანამედროვე ქართულ ჯარს. აღსანიშნავია ის ფუნდამენტური შედეგები, რაც სწორედ თქვენი ლიდერობით დადგა. გენერალურ შტაბში დაინერგა მართვის თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი დოქტრინები და კრიზისული სიტუაციების მართვის ეფექტური მექანიზმები. წარმატებით ხორციელდება წვევამდელთა სამხედრო სამსახურის ისტორიული რეფორმა. ახალი, 6 და 8-თვიანი საბრძოლო მომზადების პროგრამები უკვე რეალობაა, რაც ქმნის ძლიერ და პროფესიულ რეზერვს. ჩამოყალიბდა რეკრუტირებისა და გაწვევის ახალი, გამჭვირვალე და ეფექტური სისტემა, რამაც ახალგაზრდებში სამხედრო სამსახურის პრესტიჟი აამაღლა. დღეს ჩვენი იუნკერები იღებენ ევროპული დონის განათლებას, ხოლო უმცროს ოფიცერთა სკოლა და სარეზერვო პროგრამები უზრუნველყოფს ჯარის ინტელექტუალურ მომავალს. საქართველოში მოქმედებს სერჟანტთა განათლების სრულიად ახალი სისტემა, რაც პირდაპირ აისახება თითოეული ჯარისკაცის საბრძოლო სულისკვეთებაზე. თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი. სწორედ ეს გამოცდილება, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმთან ერთად, გაქცევთ საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე და საიმედო გარანტებად. თანამედროვე, ძლიერი ქართული ჯარის მშენებლობა სწორედ მშვიდობის მშენებლობას ნიშნავს. სამშობლოსადმი თქვენი ერთგულება და ღირსეული მსახურება არის საუკეთესო მაგალითი თითოეული მოქალაქისთვის. მადლობას გიხდით სამსახურისთვის, გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოებს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ, რომ 2026 წელი ყოფილიყოს გამარჯვებების, მშვიდობისა და წინსვლის მომტანი თითოეული თქვენგანისა და სრულიად საქართველოსთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. დაჯილდოების შემდეგ, პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სამხედროები პროფესიონალიზმის, დისციპლინის, მორალური სიმტკიცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების ცოცხალი მაგალითი არიან
,,სახელმწიფოს თავდაცვის ძალების უმთავრესი მოტივაცია, იცოდეს, რა ღირებულებებს იცავს, რისთვის იბრძვის, რა დგას მის უკან''- შალვა პაპუაშვილი
,,აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა''- ჰეიჯუნ ბაირამოვი
,,თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი,''- პრემიერი
შალვა პაპუაშვილმა ირანის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
იმდენად არის განულებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს -პრემიერი
მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ მოთმინებით ველოდებით გარდატეხის შესაძლებლობას და გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს ამ მიმართულებით-ირაკლი კობახიძე
ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, ჯანსაღ დისკუსიაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც -ცოტნე ივანიშვილი
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, რაც ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად-ირაკლი კობახიძე
ახალაიას ცოლი 4 ოქტომბრის "მშვიდობიან დამხობაზე" ორი თვე კამპანიას ეწეოდა, ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ, "ხელნაწერები არ იწვის"-თამარ ჩერგოლეიშვილი
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული -ირაკლი კობახიძე
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს -ირაკლი კობახიძე
გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს,სხვა ე.წ. ჟურნალისტებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ კვლავაც ველოდებით ომის დასრულებას, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით, ომის დასრულება იქონიებს გავლენას ვითარების დამშვიდებაზე ჩვენს გარშემო და მთლიანად ევროპაში -ირაკლი კობახიძე
შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობ, მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში, ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება -ირაკლი კობახიძე
4 ოქტომბერს ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ, ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად -ირაკლი კობახიძე
ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ მძიმე დანაშაულებში, ფიქრობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მათი დაბრუნება ნიშნავს სადიზმის დაბრუნებას -ირაკლი კობახიძე
რასაც ჩვენ ვამბობდით, იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში-პრემიერი