7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

სასურველია, რომ ამ დღისთვის საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა, ზოგიერთი ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ. მოგწონს ეს თუ არა, დაუგეგმავი ხარჯების გაღება მოგიწევთ.

კურო

მთლიანობაში ხელსაყრელი დღეა. თუ სწორ სტრატეგიას შეიმუშავებთ და არ იზარმაცებთ, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. ამ დღეს ქვეცნობიერი ძველი პრობლემის გადაჭრის საინტერესო და ხერხს გიკარნახებთ. ერთგული მეგობრების რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. ნუ მოდუნდებით - ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა და მოტივაცია გჭირდებათ.

ტყუპები

სამსახურში უფროსებთან მცირე გაუგებრობა გელით. ჩხუბის შემთხვევაში, თქვენი მხრიდან კონფლიქტური მხარეების შერიგების ყველა თქვენი მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. არ დაგავიწყდეთ, რომ საჭირო მედიკამენტების გამოსაწერად ექიმს დროულად უნდა ეწვიოთ. ბევრი ტყუპი საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს.

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი შედარებით რთული იქნება - არ არის გამორიცხული, მოულოდნელად გაჩენილი პრობლემის მოგვარება მოგიწიოთ. მნიშვნელოვანი საქმეები კი დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმეთ. ეს პერიოდი პირადი ურთიერთობის გასარკვევადაც კარგი დრო იქნება. ყურადღებას ისეთი ადამიანებისგანაც იგრძნობთ, ვისგანაც არ ელოდებით.

ლომი

პლანეტების განლაგება საქმეების ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის ქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. მასთან შეხვედრისას მოსალოდნელია დაპირისპირებამდე მისული გართულებები. ეცადეთ, უარი არ უთხრათ ადამიანებს, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება.

ქალწული

მოდუნდით და დაისვენეთ - ამ დღეს თქვენს აქტიურობას შედეგი არ მოჰყვება. რთულ დროს შეგიძლიათ მეუღლის ან საყვარელი ადამიანის იმედი გქონდეთ. საინტერესო პარტნიორთან თანამშრომლობა მოგებას და მოგებიან საქმიან ურთიერთობებს მოგიტანთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის. ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, არ აღელეთ და არ ინერვიულოთ, თორემ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ. განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკურ მდგომარეობას უნდა მიაქციოთ - გამონახეთ დრო ვარჯიშისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის.

მორიელი

გირჩევთ, ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, ძველი ვალების გადასახადების გადახდა ან ვალდებულებების შესრულება მოგთხოვონ. იძულებული იქნებით, დაუბრუნდეთ საკითხებს, რომლებიც უკვე დახურულად მიგაჩნდათ. ნუ მოდუნდებით - ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა და მონდომება გჭირდებათ.

მშვილდოსანი

თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ. სასურველია, მეგობრების წრეში გასართობად საყვარელ ადამიანთან ერთად არ წახვიდეთ, თორემ შეიძლება, დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდეთ. ბევრი მშვილდოსანი საღამოს სიყვარულს და მხიარულებას დაუთმობს.

თხის რქა

სავარაუდოდ, მაღალჩინოსნები თქვენს მხარდაჭერაზე უარს იტყვიან, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოთ. შესაძლოა, მეგობრებმა თეატრში ან კინოში მიგიწვიონ. ეცადეთ, გამონახოთ დრო ფიზიკური აქტივობებისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის.

მერწყული

ძალიან აქტიური დღეა, რომელიც ხელსაყრელია საქმიანი ურთიერთობებისთვის. ეცადეთ, ბიზნესში ფრთხილად იმოქმედოთ, რადგან შეცდომას შეიძლება ფინანსური ზარალი მოჰყვეს. გირჩევთ გარშემო ყურადღებით მიმოიხედოთ - სავარაუდოდ, რომელიღაც მეგობარს თქვენი დახმარება ესაჭიროება.

თევზები

აქტიურობით გამორჩეული დღეა. გახსოვდეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ. იზრდება საკვებით მოწამვლის, დაზიანებების და საგზაო შემთხვევების რისკი.

 

 





მსგავსი სიახლეები
27 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,იუნესკო-ს ეს აღიარება, ამავე დროს შეგვახსენებს, რამდენად დიდია ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა''- შალვა პაპუაშვილი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცლებს
,,უამრავი ოჯახი ავარიულ სახლებში ცხოვრობს - გამოსყიდვის გზით მათი დახმარების საშუალება გაგვიჩნდა''- ზურაბ ჩიკვილაძე
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 დეკემბერს საქართველოში
26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
48 წელი გავიდა ილია II-ის აღსაყდრებიდან, ეს არის დღე,რომელმაც შეცვალა სულიერი ცხოვრება საქართველოში-მეუფე შიო
მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს, ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს -პრემიერი
კობა კობალაძეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი გადაეცა
რა დამხმარე საშუალებები მოვიმარაგოთ ახალი წლისთვის, რომ დღესასწაულები კომფორტულად გავატაროთ
კობა კობალაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს ულოცავს
"2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის"
გამოცხადდა 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ჰელმჰოლცის ცენტრის (იულიხის კვლევითი ცენტრი-FZJ, ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრი-HZDR და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრი-GSI) ერთობლივი საგრანტო კონკურსის შედეგები
გამოვლინდა 2025 წლის "ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის" შედეგები!
ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის -ბიძინა ივანიშვილი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღეა
25 დეკემბერის ამინდის პროგნოზი