,,სახელმწიფოს თავდაცვის ძალების უმთავრესი მოტივაცია, იცოდეს, რა ღირებულებებს იცავს, რისთვის იბრძვის, რა დგას მის უკან''- შალვა პაპუაშვილი

 

დღეს ჩვენ ღირსების ორდენებსა და მედლებს გადავცემთ დამსახურებულ ოფიცრებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს თავდაცვის ძალების სახეს და მათი დაჯილდოებით ხაზს ვუსვამთ სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულების, მუდმივმოქმედი თავდაცვის ძალების, ჯარის მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს თავდაცვის ძალების უმთავრესი მოტივაცია, იცოდეს, რა ღირებულებებს იცავს, რისთვის იბრძვის, რა დგას მის უკან.

„ჩვენ ვცხოვრობთ სირთულეებით, გამოწვევებითა და გეოპოლიტიკური ძვრებით აღსავსე პერიოდში. ეპოქაში, სადაც ყოველდღიურად უფრო და უფრო ხშირად გვესმის სიტყვა ომი. დადგა მომენტი, როდესაც უსაფრთხოების გლობალური სისტემა ჩამოიშალა, ხოლო დიდი სახელმწიფოები გამალებული შეიარაღების გზას დაადგნენ. მოვიდა დრო, როდესაც თავდაცვის კონცეფციასა და სახელწოდებას ომის კონცეფცია და სახელწოდება ანაცვლებს. ბევრი შეგვიძლია, ვილაპარაკოთ იმ მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა ეს ვითარება, თუმცა, მიუხედავად მიზეზებისა და მათი შედეგებისა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ესეც გაივლის. იგივე გამოცდილება გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი გზა და ერთი მისია - დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ, სახელმწიფოს კონსტიტუციური შტოების ხელმძღვანელები, რომელთაც ხალხმა ქვეყნისთვის მსახურება დაგვაკისრა, ჩვენს პოლიტიკურ მისიას მთელი მონდომებით აღვასრულებთ. ქვეყნის მსახურება კი მისი მიწის, მისი იდენტობის, მისი მსოფლმხედველობის დაცვასა და ამ ღირებულებებისთვის ბრძოლასაც გულისხმობს. სწორედ ესაა სახელმწიფოს თავდაცვის ძალების უმთავრესი მოტივაცია, იცოდეს, რა ღირებულებებს იცავს, რისთვის იბრძვის, რა დგას მის უკან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხალხის, ხელისუფლებისა და ჯარის ერთსულოვნება წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, სიმტკიცის და სიძლიერის წინაპირობას.

„დღეს ჩვენ სწორედ ამგვარი ერთსულოვნება გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ, გილოცავთ მისაღებ ჯილდოებს და თქვენი სახით ვულოცავ მთელ თავდაცვის ძალებს ამ დღეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სამხედროები პროფესიონალიზმის, დისციპლინის, მორალური სიმტკიცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების ცოცხალი მაგალითი არიან
,,სახელმწიფოს თავდაცვის ძალების უმთავრესი მოტივაცია, იცოდეს, რა ღირებულებებს იცავს, რისთვის იბრძვის, რა დგას მის უკან''- შალვა პაპუაშვილი
,,აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა''- ჰეიჯუნ ბაირამოვი
,,თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი,''- პრემიერი
შალვა პაპუაშვილმა ირანის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
იმდენად არის განულებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს -პრემიერი
მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ მოთმინებით ველოდებით გარდატეხის შესაძლებლობას და გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს ამ მიმართულებით-ირაკლი კობახიძე
ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, ჯანსაღ დისკუსიაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც -ცოტნე ივანიშვილი
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, რაც ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად-ირაკლი კობახიძე
ახალაიას ცოლი 4 ოქტომბრის "მშვიდობიან დამხობაზე" ორი თვე კამპანიას ეწეოდა, ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ, "ხელნაწერები არ იწვის"-თამარ ჩერგოლეიშვილი
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული -ირაკლი კობახიძე
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს -ირაკლი კობახიძე
გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს,სხვა ე.წ. ჟურნალისტებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ კვლავაც ველოდებით ომის დასრულებას, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით, ომის დასრულება იქონიებს გავლენას ვითარების დამშვიდებაზე ჩვენს გარშემო და მთლიანად ევროპაში -ირაკლი კობახიძე
შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობ, მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში, ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება -ირაკლი კობახიძე
4 ოქტომბერს ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ, ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად -ირაკლი კობახიძე
ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ მძიმე დანაშაულებში, ფიქრობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მათი დაბრუნება ნიშნავს სადიზმის დაბრუნებას -ირაკლი კობახიძე
რასაც ჩვენ ვამბობდით, იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში-პრემიერი