ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და თვითონაც იყო ამაში ჩართული, ქვეყნის არევა კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდებათ -გია ვოლსკი
არავის უხარია ვინმეს დასჯა, სადისტი ბაჩო ახალაიასიც კი, რეალურად სახელმწიფო ინტერესია, რომელიც უპირველესყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიების მასალები უტყუარი უნდა იყოს და დაცვის ხაზი გადაწონოს.
„მთელი სისტემა არის აწყობილი. იქ, იმ ადამიანებთან, ვინც დაკავშირებულია ამ რევოლუციურ ჯგუფთან აღმოაჩინეს უკრაინიდან გამოგზავნილი ასაფეთქებელი. ბაჩო ახალაიასაც, ზუსტად 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ, ამ ექსტრემისტების გადაადგილების პოზიციები იცვლებოდა. საერთოდ ამდენი ფულია დახარჯული ლობისტებში, - ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. სამწუხაროა, არავის უხარია ვინმეს დასჯა, სადისტი ბაჩო ახალაიასიც კი. რეალურად არის სახელმწიფო ინტერესი, რომელიც უპირველესყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ. ქვეყნის არევა, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდებათ. თუნდაც დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული. რასაკვირველია, გამოძიება თავის მასალებს დადებს, უნდა იყოს უტყუარი, მტკიცებულებათა ერთობლიობამ დაცვის ხაზი უნდა გადაწონოს, მაგრამ ამას მოსამართლე გადაწყვეტს", - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
"ხელისუფალი რომ ვიყო, ჩინოვნიკებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ვინც ხალხის ფულს იპარავს და სახელმწიფოს ძარცვავს ყველას პოლიტიკურად დავადუღებდი"-შალვა კერესელიძე
4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს -თამარ კეკენაძე
ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და თვითონაც იყო ამაში ჩართული, ქვეყნის არევა კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდებათ -გია ვოლსკი
მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარების გაცემა 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა
მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სამხედროები პროფესიონალიზმის, დისციპლინის, მორალური სიმტკიცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების ცოცხალი მაგალითი არიან
,,სახელმწიფოს თავდაცვის ძალების უმთავრესი მოტივაცია, იცოდეს, რა ღირებულებებს იცავს, რისთვის იბრძვის, რა დგას მის უკან''- შალვა პაპუაშვილი
,,აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა''- ჰეიჯუნ ბაირამოვი
,,თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი,''- პრემიერი
შალვა პაპუაშვილმა ირანის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
იმდენად არის განულებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს -პრემიერი
მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ მოთმინებით ველოდებით გარდატეხის შესაძლებლობას და გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს ამ მიმართულებით-ირაკლი კობახიძე
ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, ჯანსაღ დისკუსიაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც -ცოტნე ივანიშვილი
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, რაც ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად-ირაკლი კობახიძე
ახალაიას ცოლი 4 ოქტომბრის "მშვიდობიან დამხობაზე" ორი თვე კამპანიას ეწეოდა, ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ, "ხელნაწერები არ იწვის"-თამარ ჩერგოლეიშვილი
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული -ირაკლი კობახიძე
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს -ირაკლი კობახიძე
გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს,სხვა ე.წ. ჟურნალისტებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ კვლავაც ველოდებით ომის დასრულებას, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით, ომის დასრულება იქონიებს გავლენას ვითარების დამშვიდებაზე ჩვენს გარშემო და მთლიანად ევროპაში -ირაკლი კობახიძე