ვოლოდიმირ ზელენსკი - უკიდურესად სენსიტიურია ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის საკითხები,

 

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ შევამციროთ გადაუჭრელი საკითხები, ჩვენს მტერს, სავარაუდოდ, თავისი მიზნები აქვს და ამის შესახებაც ვიცით, - ამის შესახებ შეერთებული შტატებისკენ მიმავალმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითმფრინავის ბორტზე მედიასთან ისაუბრა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინისთვის არსებობს მკაფიო წითელი ხაზები და აშშ-სგან კომპრომისულ წინადადებებს მოელის. მისივე თქმით, მთავარია, როგორი უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად არის მზად პრეზიდენტი ტრამპი.

„მთავარი საკითხია, თუ როგორი უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად არის მზად უკრაინისთვის პრეზიდენტი ტრამპი. მესმის, რომ იურიდიულად სავალდებულო გარანტიები დამოკიდებულია როგორიც პრეზიდენტ ტრამპზე ასევე კონგრესზე. ჩვენ ვაფასებთ გუნდების დისკუსიებსა და ფაქტს, რომ გვაქვს საერთო ხედვა. თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება აშშ-ს პრეზიდენტზე: რის უზრუნველსაყოფად არის მზად, როდის იქნება მზად ამის უზრუნველსაყოფად და რამდენი ხნით. მე უდავოდ მადლიერი ვიქნები თუ მისი გადაწყვეტილება ჩვენ სურვილს დაემთხვევა.

„ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრები დაეხმარა მათ, უკეთ გაეგოთ მრავალი დეტალი: როგორც უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ასევე თუ როგორი გარანტიები გვჭირდება რუსებთან შეთანხმების რისკებთან დაკავშირებით, რადგან ისინი შეიძლება დღეს მუშაობდეს და ხვალ აღარ. ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ჩვენი ერი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რეფერენდუმისა თუ არჩევნების მიმდინარეობისას უსაფრთხოება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა იყოს უსაფრთხო ცა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, სულ მცირე, არჩევნებისა თუ რეფერენდუმის განმავლობაში. რეფერენდუმი ისეთივე პროცესია, როგორც არჩევნები, სადაც ხალხს აქვს შესაძლებლობა, მივიდეს და არჩევანი გააკეთოს. ხალხს ყველგან, ჩვენ შეიარაღებულ ძალებს, მშვიდობიან მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მყოფთ. დამკვირვებელთა ყოფნას ყველგან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ევროპული მხარდაჭერა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს საჰაერო თავდაცვითი სისტემების დანაკლისი და ნათელია, რომ მათ ეს იციან, ჩვენგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია. გვჭირდება მტკიცე მხარდაჭერა სისტემებისა და რაკეტების მარაგების. ჩვენ გვჭირდება რაკეტები, რადგან რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს მეტი დრონებითა და რაკეტებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებები დაიწყო
,,პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი მეგობრული, კეთილგანწყობილი და საქმიანი იყო''- იური უშაკოვი
ცნობილია რა იდო ყუთში, რომელიც სტივ უიტკოფმა ტრამპს პუტინისგან საჩუქრად ჩაუტანა
,,ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება, გადაწყდეს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ''- სომხეთის ეკონომიკის მინისტრი
უამინდობის გამო, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - Reuters
,,უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ''- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
,, ევროპაში გაუგებარი პოლიტიკოსებისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება, საჭირო არაა''- სერგეი ლავროვი
,,კითხვა იმაშია, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი''- ვოლოდიმირ ზელენსკი
დონალდ ტუსკი: ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების გარანტიებს
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები დღეს ფლორიდაში შეხვდებიან და ომის დასრულების გეგმას განიხილავენ
,,რუსეთი ცდილობს დაასრულოს ომი, რომელიც კიევმა 2014 წელს დაიწყო''- ვლადიმერ პუტინი
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკიდურესად სენსიტიურია ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის საკითხები,
ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს
აშშ-ში უამინდობის გამო ავიამომისვლა შეფერხებულია, გაუქმდა და გადაიდო ათასობით რეისი
USAID-ის შენობაში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შტაბბინა განთავსდება
პარიზის მეტროში მამაკაცი სამ ქალს ცივი იარაღით დაესხა თავს
რუსეთის მიერ ხარკოვში ავტომაგისტრალის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
,,ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას სადავო ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩასატარებლად პირველად დათანხმდა''- „აქსიოსი“