,,საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ - ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები''- დავით ქართველიშვილი

 

„სუფთა "პრევენტიულად" ინტერესდება გოგოტიშვილი, ბოლო-ბოლო აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს "ჩაუშვებს" - ახალაია აქაც "პრევენტიულად" იშვერს ხელს გადატრიალების ორგკომიტეტისკენ, და მეო რაც მევალებოდა, გავაკეთეო, ეხლა მათი (თქვენი) გასაკეთებელი უჩემოდ რამენაირადო",- წერს „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, ბაჩო ახალაიას ინტერვიუს შესახებ, სადაც ახალაიამ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში სხვისი დანაშაული აღიარა, თავად კი პროცესებს და მასში მონაწილე პირებს გაემიჯნა.

„ამ კონკრეტული გოგოტიშვილის და ახალაიას წინაპრებმა, ჯერ კიდევ მათი შთამომავლობის გენმოდიფიცირების ჟამამდე - უეჭველი ფლობდნენ ჩვენი კლასიკოსის სიბრძნეს: "ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". ამხელა ძალისხმევა რომ გაქვს დახარჯული რუსთაველის გამზირის გადაკეტვებზე, დიადი შოთას ეს მარადიული შთაგონება როგორ არ უნდა გაგხსენებოდა...

მე კი მეორე ქართული კლასიკაც მახსენდება, ამჯერად კინემატოგრაფიული. წმინდა პოზიტიური მოტივაციით და კეთილი განზრახვით, დაცვის მხრიდან მოწმე რუბენ ხაჩიკიანი, თავისი ყოველი მომდევნო ჩვენებით ძირს რომ უთხრის ძმაკაცის, ბრალდებული მიზანდარის ისედაც მძიმე მდგომარეობას. ოღონდ ამ კონკრეტულ მოკლე დიალოგში - რომელია "ხაჩიკიანი" და რომელია "მიზანდარი" - ამის გარჩევა გამიძნელდება...

სუფთა "პრევენტიულად" ინტერესდება გოგოტიშვილი - იმ ძალებზე და საშუალებებზე დაყრდნობით (ალბათ, შემოტანილი შეიარაღებაც იგულისხმება), ბოლო-ბოლო აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს "ჩაუშვებს" - ახალაია აქაც "პრევენტიულად" იშვერს ხელს გადატრიალების ორგკომიტეტისკენ, და "ჩემგან რა გინდათ" პონტში: მეო რაც მევალებოდა, გავაკეთეო, ეხლა მათი (თქვენი) გასაკეთებელი უჩემოდ რამენაირადო...

საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ - ერთმანეთის "პრევენტიულ" და "პოსლეზე" ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები. აქ - ახალაიას როლი და ადგილი ამ ყველაფერში მეტნაკლებად გასაგებია. მაგრამ! ხვალ გაუკუღმართებული მოტივაციის მქონე რომელიმე დასავლურმა ორგანიზაციამ მორიგი ჟურნალისტური "ოსკარი" - გოგოტიშვილსთვისაც თუ მოამზადა, დაჯილდოვების დარბაზში ამ ვიდეოს გაშვებას ვურჩევ - ქართული "ჟჟჟურნალისტიკის" თვალსაჩინოების მიზნით..."- წერს ქართველიშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ფეხბურთის განვითარებისთვის''- პრემიერი
,,საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ - ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები''- დავით ქართველიშვილი
„აქ იკვეთება პირდაპირი კავშირი ჯალათსა და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას შორის''- ვატო შაქარიშვილი
"ხელისუფალი რომ ვიყო, ჩინოვნიკებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ვინც ხალხის ფულს იპარავს და სახელმწიფოს ძარცვავს ყველას პოლიტიკურად დავადუღებდი"-შალვა კერესელიძე
4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს -თამარ კეკენაძე
ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და თვითონაც იყო ამაში ჩართული, ქვეყნის არევა კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდებათ -გია ვოლსკი
მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარების გაცემა 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა
მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სამხედროები პროფესიონალიზმის, დისციპლინის, მორალური სიმტკიცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების ცოცხალი მაგალითი არიან
,,სახელმწიფოს თავდაცვის ძალების უმთავრესი მოტივაცია, იცოდეს, რა ღირებულებებს იცავს, რისთვის იბრძვის, რა დგას მის უკან''- შალვა პაპუაშვილი
,,აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა''- ჰეიჯუნ ბაირამოვი
,,თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი,''- პრემიერი
შალვა პაპუაშვილმა ირანის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
იმდენად არის განულებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს -პრემიერი
მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ მოთმინებით ველოდებით გარდატეხის შესაძლებლობას და გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს ამ მიმართულებით-ირაკლი კობახიძე
ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, ჯანსაღ დისკუსიაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც -ცოტნე ივანიშვილი
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, რაც ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად-ირაკლი კობახიძე
ახალაიას ცოლი 4 ოქტომბრის "მშვიდობიან დამხობაზე" ორი თვე კამპანიას ეწეოდა, ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ, "ხელნაწერები არ იწვის"-თამარ ჩერგოლეიშვილი
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული -ირაკლი კობახიძე