,,ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ფეხბურთის განვითარებისთვის''- პრემიერი

 

ირაკლი კობახიძე - ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ფეხბურთის განვითარებისთვის, იწყება 30 ტექნიკური სტადიონის მშენებლობა, აქედან 23-ის მშენებლობა უკვე მომავალ წელს დასრულდება, 8 ქალაქში აშენდება სრულფასოვანი სტადიონები, ჩვენი მიზანია, ბოლომდე დავაწიოთ ინფრასტრუქტურა მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში

 

ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ფეხბურთის განვითარებისთვის, სერიოზული ინვესტიციებია დაგეგმილი ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან დიდია ინტერესი ბავშვებში, რომ ჩაერთონ  ფეხბურთში და ხშირად ინფრასტრუქტურა ვერ უბამს მხარს ამ ყველაფერში. 

 

„30 ტექნიკური სტადიონის მშენებლობა იწყება, აქედან 23-ის მშენებლობა უკვე მომავალ წელს დასრულდება, ასევე 8 ქალაქში აშენდება სრულფასოვანი სტადიონები, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის განვითარებასაც. ამ მხრივ ყურადღებას არ მოვაკლებთ, მაქსიმუმი ჩაიდება ფეხბურთის განვითარებაში. ძალიან დიდია ინტერესი ბავშვებში, რომ ჩაერთონ  ფეხბურთში და ხშირად ინფრასტრუქტურა ვერ უბამს ხოლმე მხარს ამ ყველაფერში. ჩვენი მიზანია, ბოლომდე დავაწიოთ ინფრასტრუქტურა ამ მზარდ მოთხოვნას იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში. ეს ნიშნავს არა მარტო სპორტულ მიღწევებს, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, მეტ ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც მაქსიმალურად უნდა გავრცელდეს ჩვენს ბავშვებში და მომავალ თაობაში. 

 

ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო. პირველ რიგში, ფეხბურთელებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ფეხბურთის განვითარებაში. ვინც სულს და გულს დებდა თითოეულ საქმეში, რომელიც ემსახურება ქართული ფეხბურთის განვითარებას, ყველას განსაკუთრებული მადლობა. ასევე გამოვყოფდი გულშემატკივარს, გულშემატკივრის როლს, რომელიც მოგებისა და წაგების დროს გვერდით ედგა ქართულ ფეხბურთს და ჩვენს ფეხბურთელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მოგების, ასევე წაგების დროს ბოლომდე დავუდგეთ ფეხბურთელებს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ შეუქცევადი იყოს ფეხბურთის განვითარება და ახალ-ახალ გამარჯვებებს და წარმატებებს მიაღწიონ ჩვენმა ფეხბურთელებმა. ამიტომ თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე იდგა ჩვენს ფეხბურთელებთან, ჩვენს ნაკრებთან, ჩვენს გუნდებთან განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. მადლობა ყველას. მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, გამარჯვებები და წარმატებები მინდა გისურვოთ. 2026 წელი დგება და 26 კარგად გვაქვს დაცდილი ფეხბურთში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, 2026 წელი იქნება ძალიან წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ფეხბურთის განვითარებისთვის''- პრემიერი
,,საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ - ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები''- დავით ქართველიშვილი
„აქ იკვეთება პირდაპირი კავშირი ჯალათსა და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას შორის''- ვატო შაქარიშვილი
"ხელისუფალი რომ ვიყო, ჩინოვნიკებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ვინც ხალხის ფულს იპარავს და სახელმწიფოს ძარცვავს ყველას პოლიტიკურად დავადუღებდი"-შალვა კერესელიძე
4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს -თამარ კეკენაძე
ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და თვითონაც იყო ამაში ჩართული, ქვეყნის არევა კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდებათ -გია ვოლსკი
მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარების გაცემა 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა
მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სამხედროები პროფესიონალიზმის, დისციპლინის, მორალური სიმტკიცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების ცოცხალი მაგალითი არიან
,,სახელმწიფოს თავდაცვის ძალების უმთავრესი მოტივაცია, იცოდეს, რა ღირებულებებს იცავს, რისთვის იბრძვის, რა დგას მის უკან''- შალვა პაპუაშვილი
,,აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა''- ჰეიჯუნ ბაირამოვი
,,თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი,''- პრემიერი
შალვა პაპუაშვილმა ირანის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
იმდენად არის განულებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს -პრემიერი
მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ მოთმინებით ველოდებით გარდატეხის შესაძლებლობას და გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს ამ მიმართულებით-ირაკლი კობახიძე
ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, ჯანსაღ დისკუსიაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც -ცოტნე ივანიშვილი
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, რაც ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად-ირაკლი კობახიძე
ახალაიას ცოლი 4 ოქტომბრის "მშვიდობიან დამხობაზე" ორი თვე კამპანიას ეწეოდა, ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ, "ხელნაწერები არ იწვის"-თამარ ჩერგოლეიშვილი
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული -ირაკლი კობახიძე